ბიტკოინის ფასი ვარდნას აგრძელებს

ჩინეთის კრიპტო რეგულაციების შემდეგ, ბიტკოინის ფასი $30,000-იან ნიშნულს იანვრის შემდეგ პირველად ჩამოსცდა.

პირველმა კრიპტოვალუტამ აპრილის $64,000-იანი რეკორდიდან 50%-ზე მეტი დაკარგა. უდიდესმა ციფრულმა ვალუტამ 2021 წელი $29,000-იანი ღირებულებით დაიწყო.

ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა ციფრული აქტივისთვის, რომლის მიმართ მიმღებლობა სულ რამდენიმე კვირის წინ უფრო და უფრო იზრდებოდა Wall Street-ისა და საცალო ინვესტორების მხრიდან. თუმცა, ნეგატიურმა წნეხმა ბიტკოინის მოპოვებისთვის საჭირო ენერგიის გამოყენების შესახებ, რომელიც ძირითადად ელონ მასკის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, აღარ დაუშვას Tesla-ს ბიტკოინით შეძენა და ამასთან ჩინეთის მხრიდან რეგულაციებმა მისი ფასი კიდევ უფრო დააგდო.

ბიტკოინი ბოლოს $30 000-ზე დაბალი ღირებულებით იანვრის ბოლოს ივაჭრებოდა.

Leave a Reply