მილიარდერ ჯორჯ სოროსის საინვესტიციო ფონდმა Soros Fund Management- მა ბიტკოინებით ვაჭრობა დაიწყო. ამის შესახებ The Street ავრცელებს ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის თანახმად, სოროსის ფონდის მენეჯმენტის მთავარმა ინვესტიციის ოფიცერმა დონ ფიცპატრიკმა გასცა ნებართვა ბიტკოინებით და სხვა კრიპტოვალუტებით ვაჭრობაზე.
წყაროების თქმით, ფიცპატრიკი და მისი გუნდი ვაჭრობის დაწყებამდე გარკვეული დროის განმავლობაში სწავლობდნენ ციფრულ აქტივებს. პუბლიკაციამ ასევე იცის მოლაპარაკებების შესახებ, რომელსაც ფიცპატრიკი აწარმოებს მსხვილ ბლოკჩეინ კომპანიებში ინვესტიციების ჩადების მიზნით.
მარტში, სოროსის ფონდის მენეჯმენტის მთავარმა ოფიცერმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა “გარდატეხის წერტილშია”. ფიცპატრიკის თქმით, ეს ფონდს აიძულებს ციფრულ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის ჩადებას.
Soros Fund Management-ი Institutional Investor-ის ყველა დროის მეორე ყველაზე წარმატებული ჰეჯ-ფონდია. 1970 წელს ჯორჯ სოროსისა და ჯიმ როჯერსის მიერ დაარსების დღიდან, ფონდმა ინვესტორებს წლიური 44% მოუტანა.