ბიტკოინის ფასი შემცირებას განაგრძობს

ჩინეთში კრიპტოვალუტების მაინინგის წესების გამკაცრების ფონზე, ბიტკოინის ფასი ორკვირიან მინიმუმზეა.

ყველაზე დიდი ვირტუალური ვალუტა ნიუ-იორკში, დილის 7:26 საათისთვის 11%-ით დაეცა და $31 886 შეადგინა. სიდიდით მეორე ეთერიუმი 15%-ით დაეცა და $1,910 შეადგინა.

კონტროლის გამკაცრების ბოლო ნაბიჯი ჩინეთის მხრიდან გადახდის პლატფორმა Alipay-ისთვის და ადგილობრივი ბანკებისთვის მიცემული მითითება იყო, რომ არ გაეწიათ ვირტუალური ვალუტების ვაჭრობასთან დაკავშირებული მომსახურება. ინსტიტუტებს ასევე დაევალათ გაეწყვიტათ გადახდის არხები კრიპტო ბირჟებისთვის.

”PBOC-ის სიმკაცრე უფრო შორს მიდის, ვიდრე თავდაპირველად მოსალოდნელი იყო. მოპოვება პირველი ეტაპი იყო და ვაჭრობა მეორე ეტაპია”, – განაცხადა ჯონათან ჩიზმანმა, FTX-ის ინსტიტუციური გაყიდვების ხელმძღვანელმა.

ამასთან, ჩინეთის კიდევ ერთმა ქალაქმა, რომელსაც უამრავი ჰიდროელექტროსადგური აქვს, გააძლიერა მოქმედება კრიპტო მაინინგის აღსაკვეთად. იაანის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ქალაქმა პირობა დადო, რომ ერთ წელიწადში გაანადგურებს ბიტკოინისა და ეთერიუმის მოპოვების ყველა ოპერაციას.

რისკიანი აქტივების მიმართ ინტერესი შემცირდა ფედერალური სარეზერვო სისტემის გასული კვირის ქაოტური პოლიტიკის ფონზეც. მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალის ბაზრები ორშაბათს მწვანეზე გავიდნენ, ანალიტიკოსები ბაზარზე შემორჩენილ დაძაბულობაზე მიუთითებენ.

Leave a Reply