ჩინეთი ბანკებსა და საგადახადო კომპანიებს ციფრული ვალუტის გამოყენების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა და ჩინეთის სახალხო ბანკმა (PBOC) რამდენიმე მსხვილ ბანკს და საგადახდო კომპანიას, კრიპტოვალუტების ვაჭრობის შესახებ, ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდა, – გადაწყვეტილება სიჩუანის პროვინციაში Bitcoin-ის მოპოვების ოპერაციების შეჩერებას უკავშირდება.

BBC-ის ინფორმაციით, ჩინეთის სოფლის მეურნეობის ბანკი აცხადებს, რომ იგი მიჰყვება PBOC-ს მითითებებს და სათანადო ყურადღებას აქცევს კრიპტოვალუტის მოპოვებისა და გარიგებების უკანონო ქმედებების აღმოფხვრას.

ჩინეთის მობილური და ონლაინ გადახდების პლატფორმა Alipay, რომელიც ფინანსური ტექნოლოგიის გიგანტ Ant Group-ს ეკუთვნის, აცხადებს, რომ შექმნის მონიტორინგის სისტემას კრიპტოვალუტის უკანონო გარიგებების გამოსავლენად.

კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევით, 2020 წლის მონაცემებით, Bitcoin-ის გლობალური წარმოების დაახლოებით 65% ჩინეთზე მოდის.

ორშაბათს ბიტკოინის ფასი 10%-ით მეტი დაეცა, სამშაბათს კი აზიურ ვაჭრობაზე დასტაბილურდა.

საერთო ჯამში, კრიპტოვალუტის ღირებულება დაახლოებით 50%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც აპრილში რეკორდულმა მაჩვენებელმა $63,000–ს მიაღწია.

Leave a Reply