ბუნებრივი აირი

უკრაინამ რუსული გაზის შესყიდვა შეაჩერა

უკრაინამ რუსული გაზის შესყიდვა შეაჩერა

რუსეთისა და უკრაინის დაპირისპირება ენერგომატარებლების ტრანსპორტირებისა და მიწობის პრეცესებზეც აისახა. ვენაში, რუსეთთან საგაზო საკითხებზე უშედეგო სამმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, რომელშიც ევროკომისიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, უკრაინამ 1 ივლისიდან რუსული გაზის იმპორტი შეაჩერა. “ვიდრე რუსეთთან ფასის თაობაზე არ მოვილაპარაკებთ, რუსეთიდან გაზს აღარ ვიყიდით. ამისთვის სხვა წყაროებს გამოვიყენებთ”, – განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ვლადიმირ დემჩიშინმა. მისივე თქმით, მესამე კვარტალში უკრაინა “გაზპრომისგან” ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ...

Read More »
აზერბაიჯანს გაზის დეფიციტის შევსებაში გაზპრომი ეხმარება

აზერბაიჯანს გაზის დეფიციტის შევსებაში გაზპრომი ეხმარება

ევროპას აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის იმედი აქვს, თუმცა აზერბაიჯანი უკვე ახლა განიცდის გაზის დეფიციტს. „გაზპრომი“ აცხადებს, რომ მზადაა რესპუბლიკის მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ბაზრის ექსპერტები ამბობენ, რომ აზერბაიჯანის გაზი მიაღწევს ევროპას, მაგრამ 10 მილიარდი კუბური მეტრი არის მაქსიმუმი, რაც აზერბაიჯანს შეუძლია გაიღოს. ევროკავშირის მოთხოვნა კი 2030 წელს 100–150 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ მზადაა აზერბაიჯანისთვის გაზის მისაწოდებლად. მიმდინარე წლამდე კი რუსული ...

Read More »
სტიქიით დაზარალებულ სოფელ ახალდაბას გაზმომარაგება აღუდგა

სტიქიით დაზარალებულ სოფელ ახალდაბას გაზმომარაგება აღუდგა

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა და “ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალურმა მმართველმა, სტიქიით დაზიანებული სოფელ ახალდაბის საშუალო წნევის გაზსადენზე, დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, გაზსადენის ქსელის 2 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას, კომპანია ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 7 საავარიო ბრიგადა, რამდენიმე დღის განმავლობაში, 24-საათიან რეჟიმში ახორციელებდა. სამინისტროს განმარტებით, დღეისათვის ახალდაბის ყველა აბონენტს ბუნებრივი აირი შეუზღუდავად მიეწოდება.

Read More »
ავარიის გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდა

ავარიის გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდა

დღეს დილას მომხდარი ავარიის გამო თბილისის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდა. კომპანიის ინფორმაციით, ამჟამად ბუნებრივი აირი არ მიეწოდება ჟინვალის, ჭოპორტის, ნ. შენგელაიას, ჩარგლისა და ლიახვის ქუჩებს, ასევე სანზონის დასახლებაში მდებარე შენობებსა და დ. გურამიშვილის N19, 21 და 23-ე კორპუსებს (სულ – 4000მდე აბონენტს). “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ცნობით, აღდგენითი სამუშაო მიმდინარეობს და გაზმომარაგება სავარაუდოდ, დღის ბოლომდე ეტაპობრივად აღდგება. “ყაზტრანსგაზ-თბილისი” თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის, ...

Read More »
გმირთა მოედანზე დაზიანებული გაზის მილი დაზიანდა

გმირთა მოედანზე გაზის მილი დაზიანდა

გმირთა მოედანზე, გაზის მილი დაზიანდა, ადგილზე სამუშაოებს “ყაზტრანსგაზი” ახორციელებს. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, „ყაზტრანსგაზმა“ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა. „შტაბში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გაზის მილი დაზიანდა. ძალიან სწრაფად გადავეცით „ყაზტრანსგაზს“. მათი მხრიდან მყისიერად მოხდა რეაგირება, გამოიგზავნა ბრიგადა და ადილზე გაზის მიწოდება შეწყდა. დადგინდება, თუ რამ გამოიწვია მილის დაზიანება და მოხდება მისი აღდგენა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

Read More »
მსოფლიო ბანკი აფრიკულ მზის ენერგიაში ინვესტირებას გეგმავს

მსოფლიო ბანკი აფრიკულ მზის ენერგიაში ინვესტირებას გეგმავს

მსოფლიო ბანკი, აფრიკულ მზის ენერგიის  პროექტებში ინვესტიციების სახით 5.5 მილიარდი დოლარის ჩადებას გეგმავს. მსოფლიო ბანკში აცდახებენ, რომ 750 მილიონი დოლარი  „სუფთა ტექნოლოგიების ფონდიდან“ გამოიყოფა, ხოლო დარჩენილი თანხა სხვა წყაროებიდან იქნება მოძიებული. ბანკი პროექტის დასრულებას მიმდინარე წელს აპირებს. მათი სურვილია პროექტში 5 ქვეყანა ჩართონ და იმედოვნებენ, რომ მსოფლიო მასშტაბით მზის ენერგიის ათვისება 3-ჯერ მაინც გაიზრდება. მზის სადგურების მშენებლობა ახალი ტექნოლოგიით მოხდება. ...

Read More »
აბაშის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის გაზიფიცირება დაიწყო

აბაშის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის გაზიფიცირება დაიწყო

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე,  საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი მამუკა კობახიძე და სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია  აბაშის მუნიციპალიტეტის  სოფელ მარანში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყებას დაესწრნენ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლების: პირველი მაისის, გაუწყინარის, თხმელარის, მარანის, მარანჭალას და გუგუნაყათის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ახორცეიელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სოფლების მარანის, მარანჭალას ...

Read More »
ურეკის გაზიფიცირება დაიწყო

დაბა ურეკის გაზიფიცირება დაიწყო

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე,  საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი მამუკა კობახიძე, გურიის მხარის გუბერნატორი გია სალუქვაძე  – ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ურეკში  გაზიფიცირების სამუშაოების დაწყებას დაესწრნენ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის და სოფლების: შეკვეთილის, ქვემო ნატანების და ზემო ნატანების და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. შპს „საქართველოს გაზის ...

Read More »
გაზის მიწისქვეშა საცავის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება

გაზის მიწისქვეშა საცავის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება

საქართველოს ნავთობისადა გაზის კორპორაციამ და ფრანგულმა კომპანია GEOSTOCK SAS-მა 5 ივნისს გააფორმეს ხელშეკრულება,რომლის ფარგლებში აღნიშნული კომპანია მოამზადებს გაზის მიწის ქვეშა საცავის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას. კომპანია GEOSTOCKSAS-ის შერჩევა საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე მოხდა. გაზის საცავის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება 2016 წლის დასაწყისისათვის დასრულდება. ხელშეკრულება ითვალისწინებს გაზსაცავის პროექტირებაში ევროპული სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების გამოყენებას, უსაფრთხოებისა დაგარემოს დაცვის საერთაშორისო ნორმების უზრუნველყოფას. პარალელურად, ნავთობისა და გაზის კორპორაცია აწარმოებს ...

Read More »
აზერბაიჯანიდან საქარტველოში გაზის იმპორტი შემცირდა

აზერბაიჯანიდან საქართველოში გაზის იმპორტი შემცირდა

საქართველომ აზერბაიჯანიდან 60 8530 ტონა ბუნებრივი აირის იმპორტი მოახდინა ამ წლის პირველ კვარტალში. ჯამში მისმა ღირებულებამ, 127 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აზერბაიჯანი საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარი მომწოდებელი. მოზობელი ქვეყნიდან განხორციელებული ბუნებრივი აირის იმპორტი ქვეყნის მთლიანი იმპორტის 71,4 პროცენტს შეადგენს. საქართველომ 2015 წლის პირველ კვარტალში ჯამში 178,6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირის იმპორტი განახორციელა . აზერბაიჯანის შემდეგ ბუნებრივი აირის მომწოდებელთა სიაში რუსეთი და ...

Read More »