საქართველოს ნავთობისადა გაზის კორპორაციამ და ფრანგულმა კომპანია GEOSTOCK SAS-მა 5 ივნისს გააფორმეს ხელშეკრულება,რომლის ფარგლებში აღნიშნული კომპანია მოამზადებს გაზის მიწის ქვეშა საცავის ტექნიკურ-ეკონ
გაზის საცავის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება 2016 წლის დასაწყისისათვის დასრულდება. ხელშეკრულება ითვალისწინებს გაზსაცავის პროექტირებაში ევროპული სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების გამოყენებას, უსაფრთხოებისა დაგარემოს დაცვის საერთაშორისო ნორმების უზრუნველყოფას.
პარალელურად, ნავთობისა და გაზის კორპორაცია აწარმოებს მოლაპარაკებებს კომერციულ ბანკებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და კერძო კომპანიებთან პროექტის დაფინანსების პირობების შესწავლისა და ოპტიმიზაციის მიზნით.
სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს ბაზაზეგაზსაცავის მშენებლობის დასრულება 2019 წლისთვისაა დაგეგმილი. წინასწარი შეფასებით, გაზსაცავში 230-250 მლნ კუბ.მ ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც სრულად უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობისა დაენერგეტიკული სექტორის გარანტირებულ, უწყვეტ მომარაგებას სავარაუდო პიკური მოხმარებისადა კრიტიკულ სიტუაციებში – ქვეყნის გარედან გაზის მოწოდების შეფერხების შემთხვევაში. გაზსაცავი ასევე დააბალანსებს გაზის მიწოდებისა და მოხმარების სეზონურ უთანაბრობას, ხელს შეუწყობს კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებას და ევროკავშირთანასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
გაზსაცავის ტექნიკურ-ეკონომიკური პროექტის მომზადებაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ქართველი სპეციალისტებიც.