სტიქიით დაზარალებულ სოფელ ახალდაბას გაზმომარაგება აღუდგა

სტიქიით დაზარალებულ სოფელ ახალდაბას გაზმომარაგება აღუდგა

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა და “ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალურმა მმართველმა, სტიქიით დაზიანებული სოფელ ახალდაბის საშუალო წნევის გაზსადენზე, დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, გაზსადენის ქსელის 2 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას, კომპანია ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 7 საავარიო ბრიგადა, რამდენიმე დღის განმავლობაში, 24-საათიან რეჟიმში ახორციელებდა.

სამინისტროს განმარტებით, დღეისათვის ახალდაბის ყველა აბონენტს ბუნებრივი აირი შეუზღუდავად მიეწოდება.

Leave a Reply