ბუნებრივი აირი

ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

ცნობილია, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით“ ექსპორტირებული თურქმენული ნავთობის მოცულობა

„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ (BTC) მილსადენით მსოფლიო ბაზრებზე სულ 32 მილიონი ტონა თურქმენული ნავთობია ექსპორტირებული. ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფმა აშხაბადში, ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კონფერენციაზე „თურქმენეთის ნავთობი და გაზი – 2022“ (OGT-2022) განაცხადა. ამასთან, ნაჯაფის თქმით, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის,  კასპიის ზღვაში დოსტლუგის საბადოს ნახშირწყალბადების ერთობლივი გამოკვლევის, განვითარებისა და ექსპლუატაციის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რაც  ორ ქვეყანას გაზის სექტორში, ორმხრივად ...

Read More »

ბრიტანეთმა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი აკრძალა

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ 2023 წლის პირველი იანვრიდან რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტის სრულად აკრძალვის გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღო. “2023 წლის პირველი იანვრიდან დიდი ბრიტანეთი სრულად წყვეტს რუსული თხევადი გაზის იმპორტს და მხარს უჭერს სხვა ქვეყნებს რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებაში”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების გამო, ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ არაერთი სანქცია დააწესა და შემზღუდავი ...

Read More »
„გაზისა და დენის ტარიფი იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს“

ევროკავშირში ელექტროენერგიისა და გაზის ფასები გაიზარდა

ევროკავშირში ელექტროენერგიისა და გაზის ფასების ზრდა გეოპოლიტიკური სიტუაციითა და უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიით აიხსნება. ევროსტატის მონაცემებით, ევროკავშირში საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის საშუალო ფასი, 2022 წლის პირველ ნახევარში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 100 კვტ/სთ-ზე 22 ევროდან 25.3 ევრომდე გაიზარდა. რაც შეეხება გაზს, მისი ფასი, იგივე პერიოდში, 100 კვტ/სთ-ზე 6,4 ევროდან 8,6 ევრომდეა გაზრდილი. ელექტროენერგიის ფასი ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში გაიზარდა, გარდა ხუთისა. ყველაზე ...

Read More »

მოლდოვა ენერგოკრიზისის ზღვარზე – „გაზპრომმა“ რესპუბლიკას გაზის მიწოდება 50%-ით შეუმცირა

მოლდოვის ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის, ანდრეი სპინუს განცხადებით, “გაზპრომი” რესპუბლიკას ნოემბერში დღეში მხოლოდ 5,7 მილიონ კუბური მეტრ გაზს მიაწვდის, რაც ხელშეკრულებით შეთანხმებული მოცულობის 51%-ია. ამის შესახებ მან Telegram-ში დაწერა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მიწოდებული რუსული გაზის მოცულობა შემდეგნაირად გადანაწილდება: მარჯვენა სანაპიროზე დღეში – 3,4 მლნ კუბური მეტრი, ხოლო მარცხენა სანაპიროზე 2,3 მლნ კუბური მეტრი. დნესტრისპირეთი ოქტომბერთან შედარებით 40%-ით ნაკლებ მოცულობას ...

Read More »

გერმანიაში რუსეთისგან გაზის შესყიდვის პირობა დაასახელეს

გერმანიამ უნდა განაახლოს გაზის შესყიდვა რუსეთიდან უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ. ამის შესახებ გერმანიის საქსონიის ფედერალური შტატის პრემიერ-მინისტრმა, მიხაელ კრეჩმერმა განაცხადა, წერს Bild am Sonntag. „ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი კონტრაქტები თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის აშშ-დან, ყატარიდან და სხვა არაბული ქვეყნებიდან. გარდა ამისა, ჩვენ საბოლოოდ უნდა გამოვიკვლიოთ ჩვენი ბუნებრივი აირის მარაგი ჩრდილოეთ ზღვაში. და როდესაც ომი დასრულდება, ჩვენ კვლავ უნდა გამოვიყენოთ გაზი რუსეთიდან“, – ...

Read More »
ერდოღანი: თურქეთი შეძლებს, ალტერნატივა მოუძებნოს რუსეთის ენერგომატარებლებს

„რუსული გაზის ევროპაში განაწილებას თურქეთი უზრუნველყოფს“ – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ანკარა რუსული გაზის ევროპაში განაწილებას „თურქული ნაკადის“ გავლით უზრუნველყოფს. ერდოღანის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთთან მოლაპარაკების შემდეგ მიიღეს. „რუსეთთან ჩვენი მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენ უზრუნველყოფთ ბუნებრივი აირის განაწილებას რუსეთიდან ევროპაში თურქული ნაკადის გავლით“, – განაცხადა ერდოღანმა. წყარო: pia.ge

Read More »
საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

გაზის წარმოება აგვისტოში 23%-ით შემცირდა, შიდა მიწოდება კი 29.5%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის აგვისტოში ბუნებრივი გაზის წარმოებამ მხოლოდ 1 მლნ.მ3 შეადგინა (წინა წელს  1.3 მლნ.მ3 იყო). იმპორტი 126.5 მლნ.მ3, ხოლო შიდა მიწოდება 127.5 მლნ.მ3 გახდა. წელი თვე წარმოება იმპორტი ექსპორტი მარაგების ცვლილება შიდა მიწოდება   აქედან: ელექტროენერგიის წარმოებისათვის 2022 იანვარი 1.4 436.7 – – 438.0 111.3 თებერვალი 1.3 358.4 – – 359.7 96.4 მარტი 1.2 424.1 – – 425.3 111.3 ...

Read More »

დავით ნარმანია – დეკემბერში მარეგულირებელ კომისიას უწევს ახალი ტარიფების დადგენა, თუმცა ამ გადმოსახედიდან ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდას არ ველოდებით

ამ გადმოსახედიდან ბუნებრივ აირზე ტარიფის რამე სახის ზრდას არ ველოდებით, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა. „როცა რამე სახის ტარიფზე ინფორმაციას გაიგებთ, ეს მარეგულირებელ კომისიაში აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ, რადგან ჩვენ ვართ ის უწყება, ვინც ტარიფებს ვადგენთ და ყველაზე კარგად ვიცით, როდის რა არის მოსალოდნელი. ვინაიდან მიმდინარე წლის დეკემბერში სრულდება სამწლიანი სატარიფო ვადა, მარეგულირებელ ...

Read More »

დიდი ბრიტანეთი, 2023 წლიდან რუსეთისგან თხევად გაზს აღარ იყიდის

დიდი ბრიტანეთი 2023 წლის პირველი იანვრიდან, რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტს შეაჩერებს. ამის შესახებ Twitter-ზე, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, თანამეგობრობის ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. „2023 წლის პირველი იანვრიდან, დიდი ბრიტანეთი რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს შეაჩერებს. ჩვენ პუტინს წავართმევთ საშუალებებს მისი უკანონო ომისთვის“, – აცხადებს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მანამდე, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ეკონომიკისთვის კრიტიკულად საჭირო, თითქმის 700 დასახელების საქონლის ...

Read More »
თუ ახლა არ ვუშველეთ ენერგეტიკას ზამთარში შესაძლოა დიდი პრობლემები შეგვექმნას

გია არაბიძე: ალიევი ამბობს, რომ 2027 წლისთვის ის შეძლებს 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდოს ევროპას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის ეს ციფრი შეიძლება გაიზარდოს 30 მილიარდამდე

ალიევი ამბობს, რომ 2027 წლისთვის ის შეძლებს 20 მილიარდი კუბური მეტრი მილიარდი გაზი მიაწოდოს ევროპას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის ეს ციფრი შეიძლება გაიზარდოს 30 მილიარდამდე, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გია არაბიძემ განაცხადა. მისი თქმით, 30 მილიარდის 5 %-ი 1,5 მილიარდია, რაც არის ის ოფციური გაზი, რომელსაც საქართველო გატარების შედეგად მიიღებს. „50%-ით გვეზრდება გატარებული გაზის რაოდენობა, რაც ...

Read More »