ევროკავშირში ელექტროენერგიისა და გაზის ფასების ზრდა გეოპოლიტიკური სიტუაციითა და უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიით აიხსნება.
ევროსტატის მონაცემებით, ევროკავშირში საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის საშუალო ფასი, 2022 წლის პირველ ნახევარში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 100 კვტ/სთ-ზე 22 ევროდან 25.3 ევრომდე გაიზარდა. რაც შეეხება გაზს, მისი ფასი, იგივე პერიოდში, 100 კვტ/სთ-ზე 6,4 ევროდან 8,6 ევრომდეა გაზრდილი.
ელექტროენერგიის ფასი ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში გაიზარდა, გარდა ხუთისა. ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ჩეხეთში (+62%), ლატვიასა (+59%) და დანიაში (+57%).
ევროსტატის მონაცემებით, საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის ფასების ევროკავშირის ხუთ წევრ ქვეყანაში შემცირდა. ესენია: ნიდერლანდები (-54%), სლოვაკეთში (-16%), პოლონეთი (-3%), პორტუგალია და უნგრეთი (-1%). ფასების კლება ნიდერლანდებში, სლოვენიასა და პოლონეთში სახელმწიფო სუბსიდიებსა და დანამატებს უკავშირდებოდა, ხოლო უნგრეთში – ფასების რეგულირდება.
საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის საშუალო ფასები ევროში, 2022 წლის პირველ ნახევარში, ყველაზე დაბალი იყო: ნიდერლანდებში (5,9 ევრო 100 კვტ/სთ-ზე), უნგრეთში (9,5 ევრო) და ბულგარეთში (10,9 ევრო) და ყველაზე მაღალი – დანიაში (45,6 ევრო), ბელგიაში (33,8 ევრო), გერმანიასა (32,8 ევრო) და იტალია (31,2 ევრო).
2021 წლის პირველი ნახევრიდან 2022 წლის პირველ ნახევრამდე გაზის ფასები ევროკავშირის 24 წევრი ქვეყნიდან 23-ში გაიზარდა. გაზის ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა: ესტონეთში (+154%), ლიტვაში (+110%) და ბულგარეთში (+108%). ერთადერთი გამონაკლისი უნგრეთი იყო, სადაც ბუნებრივი აირის ფასი (-0.5%) დაეცა.
ევროში გამოხატული საშუალო საყოფაცხოვრებო გაზის ფასი 2022 წლის პირველ ნახევარში ყველაზე დაბალი იყო: უნგრეთში (2,9 ევრო 100 კვტ/სთ-ზე), ხორვატიაში (4,1 ევრო) და ლატვიაში (4,6 ევრო) და ყველაზე მაღალი – შვედეთში (22,2 ევრო), დანიასა (16,0 ევრო) და ნიდერლანდებში (12,9 ევრო).
წყარო: commersant.ge