ბუნებრივი აირი

წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის მაგისტრალზე აღდგენითი სამუშაოები დასრულდა

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის 300მმ მაგისტრალურ გაზსადენზე აღდგენითი სამუშაოები დაასრულა. კერძოდ, პრობლემის აღმოფხვრისა და გაზსადენთა სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ტექნიკური სამსახურების მიერ აღნიშნული მაგისტრალის 64-ე კმ.-ზე, სოფელ საყდრისთან არსებულ მონაკვეთზე, გარეშე ორგანიზაციის ზემოქმედების შედეგად დაზიანებული მილის აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა. ბუნებრივი გაზის მიწოდებას შპს “სოკარ ჯორჯია გაზი” ეტაპობრივად განახორციელებს.

Read More »

თურქეთი შავ ზღვაში გაზსადენის მშენებლობას უახლოეს მომავალში დაიწყებს

შავი ზღვის თურქულ სექტორში საკარიას გაზის საბადოზე საინჟინრო-საპროექტო სამუშაოები დასრულდა და მილების მიწოდების ხელშეკრულებაც გაფორმდა. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიხ დონმეზმა განაცხადა, წერს გამოცემა Anadolu. მინისტრმა აღნიშნა, რომ გაზსადენის გაყვანა 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყება. შავ ზღვაში, პროვინცია საკარიას აკვატორიაში, გაზის უზარმაზარი საბადოს აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია 2020 წლის 21 აგვისტოს გავრცელდა. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ...

Read More »

პოლონეთი რუსულ ბუნებრივ აირზე საბოლოოდ უარის თქმას აპირებს

დასრულებულია მილსადენის ყველაზე რთული მონაკვეთის მშენებლობა, რომლითაც პოლონეთი ნორვეგიიდან ბუნებრივ აირს მიიღებს. პროექტის საბოლოო დასრულება 2022 წლის ბოლოსთვის იგეგმება, ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. გაზსადენის ამოქმედების შემდეგ პოლონეთი რუსულ ბუნებრივ აირზე საბოლოოდ უარის თქმას შეძლებს. გაზსადენის, Baltic Pipe-ის ყველაზე რთული ნაწილის, ბალტიის ზღვის მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა. მილსადენის ბოლო ნაწილის დასრულების შემდეგ დანია და პოლონეთი ერთმანეთს დაუკავშირდა. პროექტი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. მილსადენის ...

Read More »
აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

გლობალური ენერგეტიკული კრიზისი მწვავდება

ევროპა ზამთარს სავარაუდოდ ბუნებრივი აირის საჭირო ოდენობის გარეშე შეხვდება, ხოლო ფასები კიდევ უფრო გაიზრდება,- ასეთია ენერგეტიკოსების შეფასება გერმანიის მარეგულირებლის მიერ Nord Stream 2-ის სერტიფიცირების შეჩერების შესაძლო შედეგებზე. გერმანიის მარეგულირებლის განცხადებით, ახალი მილსადენის დამტკიცების პროცესი იქამდე შეჩერდება, ვიდრე ექსპლუატატორი კომპანია (“გაზპრომი”) წარმოდგენილი არ იქნება გერმანიის კანონმდებლობის შესაბამისი იურიდიული ფორმით. “2019 წლის მაისში გერმანიამ მიიღო დოკუმენტი, რომლის თანახმად, ევროკავშირის ტერიტორიაზე გამავალ მილებში აუცილებლად უნდა იყოს გაზის ...

Read More »
ირანი ევროპის გაზმომარაგებას აზერბაიჯანის გავლით შეეცდება

უკრაინის პრემიერი აცხადებს, რომ უკრაინას „გაზპრომთან“ ბუნებრივი აირის ტრანზიტის შესახებ კონტრაქტის 15 წლით გახანგრძლივება სურს

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინას „გაზპრომთან“ ბუნებრივი აირის ტრანზიტის შესახებ კონტრაქტის 15 წლით გახანგრძლივება სურს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრემიერმა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე კონტრაქტი 2024 წლამდე მოქმედებს და ამჟამად ევროპელ პარტნიორებთან ერთად კონტრაქტის 15 წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები. გარდა ამისა, დენის შმიგალის თქმით, უკრაინა მზად არის, ბუნებრივი აირის ტრანზიტის მოცულობა 55 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზარდოს და ...

Read More »

მას შემდეგ რაც იამალ-ევროპის გაზსადენის მეშვეობით ბუნებრივი აირის მიწოდება გაიზარდა, ევროპაში გაზის ფასი კვლავ შემცირდა

გასული სავაჭრო დღის ბოლოსთვის გაზის ფიუჩერსების ფასი ევროპაში 2,4%-ით დაეცა. ამას მოწმობს ICE Futures-ის პლატფორმის მონაცემები. ექსპერტები აღნიშნულს იამალ-ევროპის გაზსადენის მეშვეობით ბუნებრივი აირის მიწოდების გაიზარდას უკავშირებენ. დეკემბრის გაზის ფიუჩერსების ღირებულებამ ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათას კუბურ მეტრზე ვაჭრობის გახსნისთვის 1 120 აშშ დოლარს გადააჭარბა, თუმცა დღის განმავლობაში თითქმის 1060 დოლარამდე დაეცა. სავაჭრო დღის ბოლოსთვის კი 1 092 აშშ დოლარი შეადგინა. იამალი-ევროპის გაზსადენი, “ჩრდილოეთ ნაკად-2-“სა და ...

Read More »
თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” ქუთაისი-სოხუმის მ/გ-ის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” ქუთაისი-სოხუმის D-500მმ მაგისტრალური გაზსადენის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, გაზსადენთა სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის, კომპანიის ცენტრალური და დასავლეთის ფილიალების ტექნიკური ჯგუფების მიერ აღნიშნული გაზსადენის 80.5 კილომეტრზე 100 გრძივი მეტრი სიგრძის მიწისქვეშა კოროზირებული მონავეთი შეიცვალა ახლით, ხოლო 81.3 კმ.-ზე არსებულ მონაკვეთზე 80 მეტრიანი კოროზირებული ...

Read More »
საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

ევროპაში გაზის ფასი შემცირდა

ევროპაში გაზის ფასი სავაჭრო დღის განმავლობაში 3.4%-ით დაეცა. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები. დეკემბრის გაზის ფიუჩერსების ღირებულებამ ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში  ათას კუბურ მეტრზე 1 089 აშშ დოლარამდე შემცირდა. თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, ევროპის ენერგეტიკული კრიზისი პიკს აღწევს, გასულ წელთან შედარებით ფასები ხუთჯერ გაიზარდა. ბუნებრივი გაზის მარაგები იმდენად დაბალია, რომ ნორმალურზე ცივმა ზამთარმა შესაძლებელია ინდუსტრიისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეზღუდვის აუცილებლობა დააყენოს. ენერგიის ხარჯის ზრდის ...

Read More »

როგორ ხვდება ბიზნესი სიახლეს – გაზზე მომუშავე ტექნიკის რეგულაციები 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება

ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობების იმპორტისა და რეალიზაციისთვის ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე დაახლოებით ორი კვირა რჩება. რეგლამენტი, რომელიც იმპორტიორებს და მწარმოებლებს მოწყობილობების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად დაპროექტებული და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას ავალდებულებს, საბოლოოდ 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება. ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობებისთვის ახალ ნორმებს აწესებს, რამდენჯერმე გადავადდა. რეგულაცია იანვარში უნდა ამოქმედებულიყო, რომელიც ჯერ 1-ლი ივლისიდან 1-ელ სექტემბრამდე, შემდგომ კი 1-ელ ...

Read More »

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, წალკის მუნიციპალიტეტის 10 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირების სამუშაოებს აწარმოებს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, წალკის მუნიციპალიტეტის 10 დასახლებულ პუნქტში, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს. დაშბაშში, კოხტაში, ბეშთაშენში, სამადლოში, ახალშენში, იმერაში, ბარეთში, არჯევან-სარვანში, საბეჭისსა და თეჯისში პროექტის ფარგლებში, ჯამურად აშენდება 93 918 გრძივი მეტრი გაზსადენი და 2 092 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 4 385 667 ლარს. გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში, წალკის მუნიციპალიტეტში სულ ...

Read More »