საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, წალკის მუნიციპალიტეტის 10 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირების სამუშაოებს აწარმოებს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, წალკის მუნიციპალიტეტის 10 დასახლებულ პუნქტში, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს.
დაშბაშში, კოხტაში, ბეშთაშენში, სამადლოში, ახალშენში, იმერაში, ბარეთში, არჯევან-სარვანში, საბეჭისსა და თეჯისში პროექტის ფარგლებში, ჯამურად აშენდება 93 918 გრძივი მეტრი გაზსადენი და 2 092 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 4 385 667 ლარს.
გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში, წალკის მუნიციპალიტეტში სულ გაზიფიცირდება 22 დასახლებული პუნქტი, რომელიც 5 963 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.

Leave a Reply