თურქეთი შავ ზღვაში გაზსადენის მშენებლობას უახლოეს მომავალში დაიწყებს

შავი ზღვის თურქულ სექტორში საკარიას გაზის საბადოზე საინჟინრო-საპროექტო სამუშაოები დასრულდა და მილების მიწოდების ხელშეკრულებაც გაფორმდა. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიხ დონმეზმა განაცხადა, წერს გამოცემა Anadolu.

მინისტრმა აღნიშნა, რომ გაზსადენის გაყვანა 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

შავ ზღვაში, პროვინცია საკარიას აკვატორიაში, გაზის უზარმაზარი საბადოს აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია 2020 წლის 21 აგვისტოს გავრცელდა. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა და აღნიშნავდა, რომ უახლოეს მომავალში მთავრობა ტექნიკურ საკითხებს გადაწყვეტდა და დაუყოვნებლივ დაიწყებდა ბურღვას. ამ საბადოზე სავარაუდო მარაგების მოცულობის საბაზრო ღირებულება დაახლოებით $180 მილიარდად შეფასდა.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply