მას შემდეგ რაც იამალ-ევროპის გაზსადენის მეშვეობით ბუნებრივი აირის მიწოდება გაიზარდა, ევროპაში გაზის ფასი კვლავ შემცირდა

გასული სავაჭრო დღის ბოლოსთვის გაზის ფიუჩერსების ფასი ევროპაში 2,4%-ით დაეცა. ამას მოწმობს ICE Futures-ის პლატფორმის მონაცემები.

ექსპერტები აღნიშნულს იამალ-ევროპის გაზსადენის მეშვეობით ბუნებრივი აირის მიწოდების გაიზარდას უკავშირებენ.

დეკემბრის გაზის ფიუჩერსების ღირებულებამ ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათას კუბურ მეტრზე ვაჭრობის გახსნისთვის 1 120 აშშ დოლარს გადააჭარბა, თუმცა დღის განმავლობაში თითქმის 1060 დოლარამდე დაეცა. სავაჭრო დღის ბოლოსთვის კი 1 092 აშშ დოლარი შეადგინა.

იამალი-ევროპის გაზსადენი, “ჩრდილოეთ ნაკად-2-“სა და უკრაინის გაზის სისტემასთან ერთად, არის ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი რუსული მილსადენით ევროპაში გაზის მიწოდებისთვის. ორი ათას კილომეტრზე მეტი სიგრძის გაზსადენი გადის ოთხ ქვეყანას – რუსეთის, ბელორუსის, პოლონეთისა და გერმანიის ტერიტორიაზე და შეუძლია წელიწადში 33 მილიარდ კუბური მეტრი გაზის გატარება.

ექსპერტები ვარაუდობნენ, რომ მოცემული მარშრუტით გაზის მიწოდება კიდევ გაიზრდება.

აქვე შეგახსენებთ, რომ გერმანიის მარეგულირებელმა ორგანომ რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიცირების პროცესი დროებით შეაჩერა. როგორც მარეგულირებელი ორგანოს მიერ გავრცლებულ განცხადებაშია აღნიშნული, რუსული გაზსადენის მმართველი კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტების განხილვის შემდეგ გადაწყდა, რომ სერტიფიცირების პროცესი შეჩერდება, ვიდრე გაზსადენის ოპერატორი კომპანია სრულად არ მოექცევა გერმანიის საკანონმდებლო ჩარჩოში.

Leave a Reply