ბუნებრივი აირი

“იმედი გვაქვს, გაზსაცავის მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება”

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი აცხადებს, რომ გაზსაცავის მშენებლობის პირველი ფაზა, სავარაუდოდ მომავალ წელს დაიწყება. როგორც თვალაბეიშვილმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, პანდემიის გამო პროექტის თანხები სხვა მიმართულებით დაიხარჯა და მხოლოდ 30 მილიონი ევროა დარჩენილი, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ მთავრობას საჭირო თანხის მოძიება არ გაუჭირდება. „გაზსაცავის მშენებლობაზე დიდი ხანია მიდის საუბარი. 2019 წელს მოპოვებული იყო 250 მილიონი ევროს დაფინანსება. პანდემიის გამო, ამ თანხის გადამისამართება მოხდა ...

Read More »

ნიუ იორკში, ახალ შენობებში ბუნებრივი აირის შეყვანა აიკრძალება

ნიუ იორკში, ახალ შენობებში ბუნებრივი აირის შეყვანა აიკრძალება. შესაბამის პროექტს ქალაქის საკრებულო დღეს უყრის კენჭს. როგორც „როიტერი“ წერს, ნიუ იორკი ერთ-ერთია იმ ამერიკულ ქალაქებს შორის, რომლებიც წიაღისეული საწვავიდან ე.წ. მწვანე ენერგიაზე გადასვლას შეეცდებიან. მას შემდეგ რაც, ნიუ იორკის საკრებულო ბუნებრივ აირის აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დაამტკიცებს, მეგაპოლისის მცხოვრებლებს ელექტროენერგიაზე გადასვლა მოუწვეთ. პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ ამ გზით ნიუ იორკში მავნე გამონაბოლქვის შემცირებას ...

Read More »
ევროკომისიამ ადრიატიკის ზღვის გავლით გაზსადენის მშენებლობას მხარი დაუჭირა

ევროკომისია გაზის მიწოდების გრძელვადიანი კონტრაქტებს აკრძალავს

ევროკომისია 2049 წლის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების გრძელვადიანი კონტრაქტების აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Bloomberg წერს. ევროკომისიამ სპეციალური დოკუმენტი მოამზადა. ევროკომისია იმედოვნებს, რომ მის მიერ შემუშავებული ზომები  ევროპულ ქვეყნებს გაზის კრიზისზე „უფრო ეფექტურ რეაგირებაში“ დაეხმარება. ასევე, იგეგმება ცვლილებები გაზის შენახვასთან დაკავშირებით, მათ შორის, დოკუმენტის თანახმად ქვეყნებმა უნდა მიიღონ ზომები გაზის საცავების შევსების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად გათბობის სეზონის დაწყებამდე. გარდა ამისა, იგეგმება ქვეყნებს მიეცით საშუალება სატრანსპორტო ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი ზრდას აგრძელებს

ევროპაში გაზის ღირებულება სავაჭრო ბირჟის გახსნის მომენტში 5,3%-ით გაიზარდა და ოქტომბრის დასაწყისიდან პირველად, ათას კუბურ მეტრზე 1 400 აშშ დოლარს გადააჭარბა. ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE-ის მონაცემები. ამ დროისათვის, გაზის იანვრის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში, ბირჟის გახსნისთვის, ათას კუბურ მეტრზე 1 405 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მოგვიანებით 1 425,5 დოლარამდე გაიზარდა. ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათასი კუბური ...

Read More »
აშშ-ი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას ორი წლის შემდეგ შეძლებს

გაზის ნაკლებობის გამო, ზამთარში უკრაინას ინდუსტრიის გაჩერება ემუქრება

ბუნებრივი აირის მარაგები უკრაინის გაზსაცავებში ყოველდღიურად 2-3%-ით მცირდება, ამასთან ერთად დანაკლისის შევსება ოქტომბრის დასაწყისიდან შეწყდა. ზამთრის დასაწყისში ქვეყნის გაზსაცავებში მარაგი მთლიანი მოცულობის 50%-ზე ნაკლებია – 31 მლრდ.-ის ნაცვლად 16 მლრდ. კუბური მეტრი. თუმცა, 2020 წელს უკრაინა თავს რეკორდული რეზერვებით – 27 მლრდ. კუბური მეტრით – იწონებდა, და გაზის ევროპაში გაყიდვასაც კი გეგმავდა. მაგრამ გავიდა 1 წელი, და ვითარება რადიკალურად შეიცვალა ...

Read More »

გიორგი ბახტაძე გარდაბანში თბოსადგურების მიმდინარე სამუშაო პროცესებს გაეცნო

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორმა გიორგი ბახტაძემ, შპს „გარდაბნის თბოსადგურსა“ და შპს „გარდაბნის თბოსადგურ 2“-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გამართა. კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, შვილობილი კომპანიების, თბოსადგურების ხელმძღვანელებისგან მიმდინარე პროცესებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო. დეტალურად გაეცნო სამუშაოებს და საჭიროებებით დაინტერესდა. შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ დირექტორთან, ჯაბა ხმალაძესთან და შპს „გარდაბნის თბოსადგურ 2“-ის დირექტორთან, მერაბ კიპაროიძესთან შეხვედრისას, კორპორაციის ხელმძღვანელმა, თბოსადგურების სამუშაო დღის ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი გაიზარდა

ევროპაში გაზის ღირებულებამ სავაჭრო დღის გახსნისათვის 1000 კუბურ მეტრზე 8%-ით გაიზარდა და 1 300 დოლარს გადააჭარბა. ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE-ის მონაცემები. ამ დროისათვის, გაზის იანვრის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათას კუბურ მეტრზე 1 334 აშშ დოლარს შეადგენს. ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათასი კუბური მეტრი გაზი 515 აშშ დოლარად ივაჭრებოდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი ...

Read More »

გაზი გერმანიისთვის მნიშვნელობას 25 წელში დაკარგავს – ოლაფ შოლცი

გერმანიის ახალმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანიისათვის გაზის იმპორტი მნიშვნელობას დაკარგავს, რადგან ქვეყანა ეკონომიკის დეკარბონიზაციაზე გადასვლას გეგმავს. მისი თქმით, გერმანია 2045 წლისთვის გაზზე, ნავთობსა და ნახშირზე უარის თქმას გეგმავს. „25 წელიწადში მსოფლიო ისეთი იქნება, რომ გერმანიასა და ევროპაში გაზის ტრანსპორტირების საკითხი ისეთივე როლს აღარ ითამაშებს, როგორც დღეს“, – განაცხადა კანცლერმა. შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია რუსული გაზის ტრანზიტში უკრაინის დახმარებას განაგრძობს. მისი ...

Read More »

ბუნებრივი აირის დეფიციტი ევროპაში: “128 წელია ასეთი სიცივე არ ყოფილა”

პოლონური პორტალი Onet-ის ცნობით, დეკემბრის დასაწყისისთვის, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ევროპას, სკანდინავიიდან ურალამდე, უკიდურესად ცივი ამინდი დაატყდა თავს. 6 დეკემბერს შვედურ ლაპლანდიაში ჰაერის ტემპერატურა -40,1°C-მდე დაეცა ნიკკალუოკტაში, ხოლო -40,9°C-დე – ნაიმაკკაში. რუსეთში, უსტ-შჩუგორში, კომის ჩრდილო-აღმოსავლეთით, -39,7 ° C დაფიქსირდა, ხოლო კანევკაში, კოლას ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით, თერმომეტრმა -40,2 ° C აჩვენა. პეტერბურგში მოიხსნა მე-19 საუკუნის ბოლსთვის დაფიქსირებული მინიმალური ტემპერატურული რეკორდი: რუსეთის ფედერაციის ქალაქში ...

Read More »

ზრდის შემდეგ, ევროპაში გაზის ფასი შემცირდა

ევროპაში გაზის ფასი, დღევანდელი სავაჭრო დღის დასაწყისში 3%-ით შემცირდა. აღნიშნულს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE-ის მონაცემები მოწმობს. ნიდერლანდებში TTF-ის ჰაბში გაზის იანვრის ფიუჩერსების ღირებულება ათას კუბურ მეტრზე 1 151 დოლარამდე დაეცა, რაც წინა სავაჭრო დღის დახურვის ფასთან შედარებით 3%-ით ნაკლებია. ფასების კლების მიზეზად, როგორც მანამდე, ნორვეგიის მიერ ევროპისთვის ბუნებრივი აირით მომარაგებაზე ნომინაციების ზრდა სახელდება. დღის განმავლობაში ისინი 19%-ით გაიზარდა – დღეში ...

Read More »