აშშ-ი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას ორი წლის შემდეგ შეძლებს

გაზის ნაკლებობის გამო, ზამთარში უკრაინას ინდუსტრიის გაჩერება ემუქრება

ბუნებრივი აირის მარაგები უკრაინის გაზსაცავებში ყოველდღიურად 2-3%-ით მცირდება, ამასთან ერთად დანაკლისის შევსება ოქტომბრის დასაწყისიდან შეწყდა.

ზამთრის დასაწყისში ქვეყნის გაზსაცავებში მარაგი მთლიანი მოცულობის 50%-ზე ნაკლებია – 31 მლრდ.-ის ნაცვლად 16 მლრდ. კუბური მეტრი. თუმცა, 2020 წელს უკრაინა თავს რეკორდული რეზერვებით – 27 მლრდ. კუბური მეტრით – იწონებდა, და გაზის ევროპაში გაყიდვასაც კი გეგმავდა.

მაგრამ გავიდა 1 წელი, და ვითარება რადიკალურად შეიცვალა – გათბობის სეზონის პირველ თვეში – ნოემბერში – გაზსაცავიდან თითქმის 2 მლრდ. კუბური მეტრი აირი დაიხარჯა, და ეს მაშინ, როდესაც შემოდგომა შედარებით თბილი იყო – ჰაერის საშუალო ტემპერატურა უკრაინაში ამ დროს 7-8 გრადუსი იყო.

ჯერ კიდევ წინაა სეზონის 4-5 ბევრად უფრო ცივი თვე, როდესაც არა მხოლოდ ბინების და ოფისების, არამედ ინფრასტრუქტურის ობიექტების გათბობა დაიწყება.

გაზის დანახარჯები მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ამინდზე. ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ ზამთრისთვის უკრაინას საკმარისი გაზი აქვს, მაგრამ ელემენტარული მათემატიკა გვკარნახობს, რომ ეს შესაძლებელია იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თოვლის ბაბუა ქვეყანას საოცარ საჩუქარს – სუბტროპიკულ ზამთარს – გამოუგზავნის.

სამწუხაროდ, ლოგიკა და მათემატიკა – ზღაპრების გმირები არ არიან, და შტერებს ხშირად დაუნდობლად სჯიან.

სახელმწიფო კომპანია «Укргазвыдобування»-მ გეგმის თანახმად, დღე-ღამეში 37 მლნ. გაზი უნდა მოიპოვოს. თუ ამას კერძო კომპანიებს დაუმატებთ, დღე-ღამეში 55 მლნ. გამოდის.

უკრაინა ზამთარში დღე-ღამეში 130-140 მლნ. კუბურ მეტრ გაზი სჭირდება, მათ შორის 80-90 მლნ.-ს მოსახლეობა და სითბოს გამომუშავების კომპანიები მოიხმარენ.

სხვაობა მოხმარებას და მიწოდებას შორის როგორც წესი იფარება სწორედ გაზსაცავში დაგროვილი საწვავით. გათვლების თანახმად, დეკემბრიდან აპრილის ბოლომდე საცავიდან კიდევ 11 მლრდ. კუბური მეტრი ამოიქაჩება.

მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ საცავში დარჩენილი 16 მლრდ.-დან 4 მლრდ. უცხოელებისაა და უკრაინას არ ეკუთვნის, შესაბამისად, ამ რაოდენობის იმედი უკრაინას ვერ ექნება.

იანვარ-თებერვალში ძლიერმა ყინვამ შესაძლოა დღე-ღამეში 30 მლნ. კუბური მეტრის დეფიციტი წარმოქმნას და საყოფაცხოვრებლო მოხმარების შენარჩუნებისთვის მთავრობა იძულებული იქნება გაზის მიწოდება სამრეწველო საწარმოებს შეუმციროს. შესაძლოა, რომ ან ფონზე შეიქმნება გამოუვალი მდგომარეობა: გაზსაცავში დარჩება მინიმალური მარაგი, რომლის გამოყენებაც არ შეიძლება, რადგანაც ეს რაოდენობა გაზის ტრანსპორტირების სისტემაში და საცავებში საჭირო წნევას ინარჩუნებს. ესაა ე.წ. ბუფერული გაზი, ხოლო დარჩენილი მარაგები უკრაინას არ ეკუთვნის.

ზამთარი ერთხელაც დასრულდება, ხოლო გაზის მოხმარება და მასთან დაკავშირებული პრობლემები – სავარაუდოდ, არა.

სწორედ 1 მაისს დაიწყება ყველაზე რთული პროცესი: სწორედ ამ დღიდან უკრაინაში დასრულება გაზზე ფიქსირებული ფასების ხანა და ცისფერი საწვავი მოსახლეობას მიეწოდება საბაზრო ფასში, რომელიც უკვე დღეს კუბურ მეტრზე 35 გრივნას აღწევს. დღეს მოსახლეობა 1 კუბმეტრში 8 გრივნას იხდის, –  სხვაობა კოლოსალურია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინაში საყოფადცხორვებლო დანიშნულების გაზზე საბაზრო ფასების დაწესებას მოითხოვს, ეს კი ნიშნავს, რომ სამომავლოდ ტარიფები კიდევ უფრო გაიზრდება.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply