ევროკომისია 2049 წლის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების გრძელვადიანი კონტრაქტების აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Bloomberg წერს.
ევროკომისიამ სპეციალური დოკუმენტი მოამზადა. ევროკომისია იმედოვნებს, რომ მის მიერ შემუშავებული ზომები ევროპულ ქვეყნებს გაზის კრიზისზე „უფრო ეფექტურ რეაგირებაში“ დაეხმარება.
ასევე, იგეგმება ცვლილებები გაზის შენახვასთან დაკავშირებით, მათ შორის, დოკუმენტის თანახმად ქვეყნებმა უნდა მიიღონ ზომები გაზის საცავების შევსების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად გათბობის სეზონის დაწყებამდე.
გარდა ამისა, იგეგმება ქვეყნებს მიეცით საშუალება სატრანსპორტო სისტემის ოპერატორებს განახორციელონ გაზის სტრატეგიული მარაგების ნებაყოფლობითი ერთობლივი შესყიდვები.
ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა აღნიშნული ცვლილებების პაკეტს 16 დეკემბერს ბრიუსელის სამიტზე განიხილავენ.
წყარო: report.ge