ევროპაში გაზის ფასი, დღევანდელი სავაჭრო დღის დასაწყისში 3%-ით შემცირდა. აღნიშნულს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE-ის მონაცემები მოწმობს.
ნიდერლანდებში TTF-ის ჰაბში გაზის იანვრის ფიუჩერსების ღირებულება ათას კუბურ მეტრზე 1 151 დოლარამდე დაეცა, რაც წინა სავაჭრო დღის დახურვის ფასთან შედარებით 3%-ით ნაკლებია.
ფასების კლების მიზეზად, როგორც მანამდე, ნორვეგიის მიერ ევროპისთვის ბუნებრივი აირით მომარაგებაზე ნომინაციების ზრდა სახელდება. დღის განმავლობაში ისინი 19%-ით გაიზარდა – დღეში 350,1 მლნ კუბურ მეტრამდე.