ელექტროენერგია

აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, ისნისა და გლდანის რაიონებში აბონენტების ნაწილს 21 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირისა და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას. გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების მოსახლეობას. „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ...

Read More »
საქართველოსა და სომხეთს შორის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება

ელექტროენერგიის იმპორტი, ადგილობრივი წარმოება და ენერგეტიკული უსაფრთხოება: დინამიკა, გამოწვევები და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების მნიშვნელობა საქართველოში

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ენერგეტიკული უსაფრთხოების ორგვარ განმარტებას გვთავაზობს: ფართო გაგებით, ენერგეტიკული უსაფრთხოება არის „ენერგიის წყაროების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა ხელმისაწვდომ ფასად“, მოკლევადიანი ენერგეტიკული უსაფრთხოება კი ნიშნავს, რომ ენერგეტიკულ სისტემას შეუძლია, დაუყოვნებლივ დააბალანსოს მოთხოვნა-მიწოდების წონასწორობის ნებისმიერი დარღვევა. ენერგეტიკული უსაფრთხოება არ არის ცალკე მდგომი საკითხი, ვინაიდან მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საერთაშორისო ურთიერთობებში (იერგინი, 2006). უფრო მეტიც, ენერგეტიკული უსაფრთხოება მრავალგანზომილებიანი კონცეფციაა და არ შემოიფარგლება ენერგიის რომელიმე ...

Read More »

ჩვენი ენერგეტიკული პორტფელი გამდიდრდა – ნათია თურნავა

პრემიერ-მინისტრმა თავის ანგარიშში დარგებიდან განსაკუთრებით გამოყო ენერგეტიკის დარგი, რაც ხაზს უსვამს ენერგეტიკის სტრატეგიულ მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიშის შესახებ მედიასთან საუბრისას განაცხადა. “ჩვენი ენერგეტიკული პორტფელი გამდიდრდა ისეთი ახალი, განახლებადი ტექნოლოგიებით, როგორც არის ქარის, მზის, მწვანე წყალბადის ტექნოლოგიები – ამაზე ისაუბრა პრემიერმა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი” – ...

Read More »

კვლავ გადაიდება თუ არა ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება?

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის დაწყება კიდევ ერთხელ, 2022 წლის პირველ მარტამდე გადაიდო. როგორც ბირჟის გენერალური დირექტორი ირინა მილორავა განმარტავს, ვადის გადაწევის მიზეზი სიახლეებთან დაკავშირებით ბაზრის მონაწილეების ნაკლები მზადობაა. იმის გასარკვევად, არის თუ არა საფრთხე, რომ ბირჟის ამოქმედება კვლავაც გადაიდოს, რასთან იქნება აღნიშნული დაკავშირებული და თუ არის შემუშავებული პრევენციული ზომები აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, “ენერგონიუსი” საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალურ დირექტორს ირინა მილორავას ესაუბრა: ქ-ნი ...

Read More »
მტკვარის ჰესის მშენებლობის განახლების სამუშაოების დაწყება მომავალ კვირას იგეგმება

ახლადაშენებული სადგურების წილად გამომუშავებული ელექტროენერგიის ~25% მეტი მოდის

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო) 2021 წლის 11 თვეში თბო, ქარის და ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს ესკოს მონაცემების თანახმად, 2021 წლის 11 თვის მანძილზე თბო, ქარის და ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია 11452,2 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია. გამომუშავებული ელექტროენერგიიდან 72,4 მლნ კვტ.სთ ქართლის ქარის სადგურის, 1878,6 მლნ კვტ.სთ თბოსადგურების, ხოლო 9495,3 მლნ კვტ.სთ ჰიდროსადგურების წილად მოდის. მიმდინარე წლის 11 თვეში ...

Read More »

თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 20 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, პეტრე სარაჯიშვილის, გოძიაშვილის, დიდგორის, ვიქტორ დოლიძის, კოსტავას, გურამ ბზვანელისა და ზურაბ ქაფიანიძის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, ალექსეევკის ...

Read More »

კონკურენციის სამართალი და ენერგეტიკა

2012 წლი­დან 2020 წლამ­დე სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელწოდებით მოქმედი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი მისი არსებობის ყველა ეტაპზე არეგულირებდა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს და დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. მიუხედავად აღნიშნულისა, ამ წლების განმავლობაში არ არსებობდა დეტალური საკანონმდებლო ბაზა, რომელზე დაყრდნობითაც მოხდებოდა რეგულირებად სექტორებში, კერძოდ კი ენერგეტიკის სექტორში, კონკურენციის კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტების გამოვლენა და განხილვა. დეტალური საკანონმდებლო ბაზის ...

Read More »

„თელმიკომ“ დიდ დიღომსა და გლდანში კლიენტთა მომსახურების ცენტრები გახსნა

დღეს თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანია „თელმიკომ“ კლიენტთა მომსახურების ორი ახალი ცენტრი დიდ დიღომსა და გლდანში გახსნა. ამიერიდან, თბილისის მოსახლეობა ელექტროენერგიასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის მომსახურების მიღებას, საბურთალოს გარდა, ორ სხვა ლოკაციაზეც შეძლებს. ახალი ცენტრების მისამართებია: გლდანი – ომარ ხიზანიშვილის №8 და დიდი დიღომი – პეტრე იბერის №16. ცენტრებში მისულ აბონენტებს გაუწევენ ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა: ● ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვა; ● ბრუნვის ისტორიის მიღება; ...

Read More »

პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრირებული 4 ბიტკოინმომპოვებელი კომპანიის მიერ გახარჯული ელექტროენერგიის მოცულობა 336%-ით არის გაზრდილი

გუშინ, 16 დეკემბერს, ესკომ ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ ნოემბრის თვის მონაცემები გამოაქვეყნა. ესკოს მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში თბოსადგურების, ქარის ელექტროსადგურის და ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებულია 11 452,2 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, რაც წინა წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით 11,9%-ით მეტია. მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში მომხმარებელს 12 406,7 მლნ კვტსთ ელექტროენერგია მიეწოდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 468,4 მლნ კვტსთ-ით ანუ 13,4%-ით მეტია მიმდინარე ...

Read More »
24 მარტს 1450 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ელექტროენერგიის მოხმარება 4.8%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოში 2020 წელს ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარებამ 11 479.3 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, რაც 4.8 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, 5.9 პროცენტით შემცირდა და 11 159.8 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა. ელექტროენერგიის წარმოების შემცირება ძირითადად განპირობებული იყო (მშრალი) კლიმატური პირობებით და შემცირებული წყალმოდინებით. წარმოების სტრუქტურაში უდიდესი ...

Read More »