საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო) 2021 წლის 11 თვეში თბო, ქარის და ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს
ესკოს მონაცემების თანახმად, 2021 წლის 11 თვის მანძილზე თბო, ქარის და ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია 11452,2 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია.
გამომუშავებული ელექტროენერგიიდან 72,4 მლნ კვტ.სთ ქართლის ქარის სადგურის, 1878,6 მლნ კვტ.სთ თბოსადგურების, ხოლო 9495,3 მლნ კვტ.სთ ჰიდროსადგურების წილად მოდის.
მიმდინარე წლის 11 თვეში ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მიხედვით შედგენილ რეიტინგს ასეთი სახე აქვს:
1. ენგურჰესი – 3 723,2 მლნ კვტ.სთ
2. გარდაბნის თბოსადგური 2 – 866,3 მლნ კვტ.სთ
3. გარდაბნის თბოსადგური 1 – 799,2 მლნ კვტ.სთ
4. ვარდნილჰესი – 749,6 მლნ კვტ.სთ
5. ვარციხე ჰესი – 745,4 მლნ კვტსთ
6. დარიალი ჰესი – 486,2 მლნ კვტ.სთ
7. ლაჯანურჰესი – 388,9 მლნ კვტ,სთ
8. ფარავანჰესი – 314,9 მლნ კვტ.სთ
9. გუმათჰესი – 303,5 მლნ კვტ.სთ
10. ხრამჰესი 2 – 284,1 მლნ კვტ.სთ
11. რიონჰესი – 283,0 მლნ კვტ.სთ
12. შუახევი ჰესი – 254.9 მლნ კვტსთ
13. ხრამჰესი 1 – 182,5 მლნ კვტ.სთ
14. ხელვაჩაური ჰესი 1 – 152,1 მლნ კვტსთ
15. ზაჰესი – 133,3 მლნ კვტ.სთ
16. ხადორი ჰესი – 121,0 მლნ კვტ.სთ
17. მესტიაჭალა ჰესი 2 – 102,1 მლნ კვტ.სთ
18. მტკვარი (თბოსადგური) – 101,7 მლნ კვტ.სთ
19. ჩითახევიჰესი – 90,8 მლნ კვტ.სთ
20. თბილსრესი – 79.1 მლნ კვტ.სთ
21. ქართლის ქარის სადგური – 78,4 მლნ კვტ.სთ
22. ძევრულ ჰესი – 77,9
23. აწჰესი – 76,3
24. ოლდენერჯი ჰესი – 73.6
25. კირნათი ჰესი – 73.1
სულ, ყველაზე დიდი გამომუშავების მქონე 25 სადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის მოცულობა შეადგენს 10 541,1 მლნ კვტ.სთ-ს ანუ მთლიანი გამომუშავების 92,04%-ს.
ყველაზე დიდი გამომუშავების მქონე 25 სადგურის მიერ წარმოებულ ელექტროენერგიაში დამოუკიდებლობის წლებში აშენებული ელექტროსადგურების (გარდაბნის თბოსადგური 2, დარიალჰესი, ფარავანჰესი, შუახევი ჰესი, ხელვაჩაური ჰესი 1, ხადორი ჰესი, მესტიაჭალა ჰესი 2, ქართლის ქარის სადგური, ოლდენერჯი ჰესი, კირნათი ჰესი) წილი შეადგენს 2 522,6 მლნ კვტ.სთ-ს ანუ 23,93%-ს.
წყარო: ipress.ge