თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 20 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, პეტრე სარაჯიშვილის, გოძიაშვილის, დიდგორის, ვიქტორ დოლიძის, კოსტავას, გურამ ბზვანელისა და ზურაბ ქაფიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, ალექსეევკის დასახლების (ნაწილობრივ), ახვლედიანისა და თენგიზ ჩანტლაძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილისა და გლდანის ხევის დასახლების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IV მიკრორაიონებისა და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ლაღიძის, ალექსანდრე წულუკიძის, კალოუბნის, ჯავახეთის, 17 შინდისელი გმირის, პეტრე ხვედელიძის, ჩაჩუას, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, მხარგრძელის, ხომლელის, შანდორ პეტეფის, უძოს, რამიშვილისა და ოსიპ მანდელშტამის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

Leave a Reply