ელექტროენერგია

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

17 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.  ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეჟანიშვილის, ქართლის, ღოღობერიძის, დაისის და კნოლევის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადარეიშვილის და გაზაფხულის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კარტოზიას და ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების ...

Read More »

მელიორაცია-ირიგაციის რეგულირება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას დაევალა

მელიორაცია-ირიგაცია რეგულირებას დაექვემდებარება. მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის ბოლომდე დარგი სრულ რეგულირებაში მოექცევა. რეგულირება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას დაევალა, რაც გულისხმობს სატარიფო რეგულირებას, ტარიფების გადათვლა-გადახედვას და შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავებას. კომპანია, რომელიც ამ დარგში ოპერირებს, 100%-ით სახელმწიფო კომპანიაა – „საქართველოს მელიორაცია“ 40 ათასამდე მომხმარებელს ემსახურება და 70 ათას ჰექტარ მიწის ნაკვეთს სარწყავი წყლით უზრუნველყოფს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სემეკ-ის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორმა განუცხადა, ...

Read More »

უზბეკეთის პრეზიდენტმა, დავალიანების მიზეზის გამო, ქვეყანაში ელექტროენერგიისა და გაზის გათიშვა აკრძალა

უზბეკეთის პრეზიდენტმა, შავქათ მირზიოევმა ძლიერი სიცივის პერიოდში, საცხოვრებელ კორპუსებში, დავალიანების მიზეზის გამო ელექტროენერგიის და გაზის გათიშვა აკრძალა. ამის შესახებ დღეს, 16 იანვარს, საინფორმაციო სააგენტო “ფერგანა” რესპუბლიკის მეთაურის პრესმდივანზე შერზოდ ასადოვზე დაყრდნობით იუწყება. როგორც სააგენტო იტყობინება, ზამთრის სეზონზე მოსახლეობის ენერგორესურსების უწყვეტი მიწოდების შესახებ გამართულ შეხვედრაზე, მირზიოევმა პრემიერ-მინისტრს აბდულა არიპოვს და ენერგეტიკის მინისტრს ჯამშიდ მირზამახმუდოვს, დაავალა შეექმნათ მოსახლეობის დაუყოვნებელი დახმარების გაწევის სისტემა ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

16 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლორთქიფანიძის და პოლიციის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის I, II, IVა, IVბ მიკრორაიონების, გობრონიძის და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის, პოლიტკოვსკაიას, ...

Read More »
ქართულ ენერგოსექტორში 4,1 მილიარდი დოლარის პროექტები ხორციელდება

ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოების კატეგორიები განისაზღვრა

ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოებისკატეგორიები განისაზღვრა. როგორც საქართველოს მთავრობის №3 დადგენილებიდან ირკვევა, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ელექტროენერგიის საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი საანგარიშო კალენდარული წლის განმავლობაში მიიჩნევა ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოდ, თუ იგი წინა წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ხელთ არსებული მონაცემებით, თავისი მაჩვენებლების მიხედვით, არ წარმოადგენს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ...

Read More »

სამეგრელოში, სტიქიის შედეგად ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 50 ადმინისტრაციული ერთეული, 60-ს კი უკვე აქვს ელექტროენერგია

სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. პირველადი მონაცემები უკვე ცნობილია. ოთხდღიანმა ძლიერმა ქარმა დააზიანა 1200-ზე მეტი შენობა, მათ შორის საბავშვო ბაღები, სკოლები, საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სახლები. სტიქიის შედეგად დაზიანებულია წყლისა და გაზის მილები, ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც 50 ადმინისტრაციულ ერთეულს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. „60 ადმინისტრაციულ ერთეულს უკვე აქვს ელექტროენერგია, დარჩენილი გვაქვს 50 ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც ელექტროენერგიის გარეშეა. ...

Read More »
ელექტროენერგიის ექსპორტის ნახევარი თურქეთზე მოდის

რამდენით გაიზარდა ელექტროენერგიის წარმოება და მოხმარება ?

2022 წლის ნოემბერში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,131 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. ISET-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვი,  წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 5%-იან კლებას წარმოადგენს (2021 წლის ნოემბერში სრული წარმოება 1,186 მილიონი კილოვატსაათი იყო). წარმოების წლიური კლება ჰიდროელექტროსადგურების (-16%) გამომუშავების კლებამ განაპირობა, მაშინ როცა თბოელექტროსადგურების (+15%) და ქარის ელექტროსადგურების (+16%) გამომუშავება გაიზარდა. „თვიურ ჭრილში, წარმოება, დაახლოებით, 9%-ით გაიზარდა (2022 წლის ოქტომბერში ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება

ამ ეტაპზე, ელექტრომომარაგება ზუგდიდში აღდგენილია

ელექტროენერგიის არასტაბილურმა მიწოდებამ პრობლემები შექმნა ქალაქის წყალმომარაგების ქსელშიც. ამ ეტაპზე ელექტრომომარაგება აღდგენილია, ვიმედოვნებთ, რომ ის იქნება სტაბილური და უახლოეს პერიოდში ქალაქის მოსახლეობას აღუდგება წყალმომარაგება, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ზუგდიდის მერმა, მამუკა წოწერიამ განაცხადა. „3 დღის განმავლობაში ძლიერმა ქარმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ზუგდიდის მუნიციპალიტეტსაც. ძირითადი ზიანი გვაქვს კერძო სახლების მიმართულებით. ამ ეტაპისთვის აღწერილია 261 სახლი, რომელსაც მიადგა ზიანი. ასევე გვაქვს ...

Read More »

ძლიერი ქარის გამო სამეგრელოსთან ერთად, მოსახლეობის ნაწილს დენი არ მიეწოდება იმერეთსა და გურიაშიც

დასავლეთ საქართველოში ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურა დააზიანა, რის გამოც სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შეექმნა. კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიაში” ამბობენ, რომ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. “გუშინ გვიან საღამოს ენერგო-პრო ჯორჯიამ შეძლო აბონენტების ნაწილისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, თუმცა დღეს დილით კვლავ გაუარესდა ამინდი და სამეგრელოს, იმერეთის და გურიის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია კვლავ შეზღუდვით მიეწოდება. სტიქია სარეაბილიტაციო სამუშაოებს ...

Read More »

ფოთში სტიქიის შედეგად, მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა

ფოთში კვლავ ძლიერი ქარია. შედეგად, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები, დაზიანდა ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. მერიის სამსახურები და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ. მათი ინფორმაციით, აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ. სტიქიისგან მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია. მას სპეციალური კომისია დაადგენს. როგორც ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პირველადი მონაცემებით, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია ...

Read More »