საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება

ამ ეტაპზე, ელექტრომომარაგება ზუგდიდში აღდგენილია

ელექტროენერგიის არასტაბილურმა მიწოდებამ პრობლემები შექმნა ქალაქის წყალმომარაგების ქსელშიც. ამ ეტაპზე ელექტრომომარაგება აღდგენილია, ვიმედოვნებთ, რომ ის იქნება სტაბილური და უახლოეს პერიოდში ქალაქის მოსახლეობას აღუდგება წყალმომარაგება, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ზუგდიდის მერმა, მამუკა წოწერიამ განაცხადა.

„3 დღის განმავლობაში ძლიერმა ქარმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ზუგდიდის მუნიციპალიტეტსაც. ძირითადი ზიანი გვაქვს კერძო სახლების მიმართულებით. ამ ეტაპისთვის აღწერილია 261 სახლი, რომელსაც მიადგა ზიანი. ასევე გვაქვს ელექტროენერგიის მიწოდების მნიშვნელოვანი შეზღუდვა – ელექტროენერგია არ მიეწოდება 48 ადმინისტრაციული ერთეულიდან 24-ს, ასევე ქალაქის ნაწილს, ხოლო 2 ადმინისტრაციულ ერთეულს ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება. ელექტროენერგიის არასტაბილურმა მიწოდებამ პრობლემები შექმნა ქალაქის წყალმომარაგების ქსელშიც. ამ ეტაპზე ელექტრომომარაგება აღდგენილია, ვიმედოვნებთ, რომ ის იქნება სტაბილური და უახლოეს პერიოდში ქალაქის მოსახლეობას აღუდგება წყალმომარაგება. ასევე გვაქვს ერთი საჯარო სკოლის და საბავშვო ბაღის სახურავის დაზიანების ფაქტი, ასევე 5 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის მნიშვნელოვანი დაზიანება. ეს სტატისტიკური მონაცემები პერიოდულად იცვლება, ვინაიდან ქარი ჯერ არ ჩამდგარა. შექმნილია 5 სამუშაო ჯგუფი, რომელიც ეცნობა ადგილზე დაზიანებების ხარისხს“, – აცხადებს მამუკა წოწერია.

Leave a Reply