თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

16 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლორთქიფანიძის და პოლიციის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის I, II, IVა, IVბ მიკრორაიონების, გობრონიძის და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის, პოლიტკოვსკაიას, ქავთარაძის და ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, სტრაბონის, ლამბერტის, მეფე მირიანის, დანიბეგაშვილის, რამაზის, თინათინის, ფატმანის, ავთანდილის, ვეფხისტყაოსანის, ერედვის და ტარიელის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და მოსაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

Leave a Reply