ქართულ ენერგოსექტორში 4,1 მილიარდი დოლარის პროექტები ხორციელდება

ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოების კატეგორიები განისაზღვრა

ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოებისკატეგორიები განისაზღვრა. როგორც საქართველოს მთავრობის №3 დადგენილებიდან ირკვევა, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ელექტროენერგიის საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი საანგარიშო კალენდარული წლის განმავლობაში მიიჩნევა ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოდ, თუ იგი წინა წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ხელთ არსებული მონაცემებით, თავისი მაჩვენებლების მიხედვით, არ წარმოადგენს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირველი ან მეორე კატეგორიის საწარმოს და ამავე დროს მიერთებულია მხოლოდ:

ა) 0.4 კვ ძაბვის ქსელზე 2024 წლის 1 იანვრამდე;

ბ) 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება 500 კვტ-ს 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე;

გ) 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება 200 კვტ-ს 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე;

დ) 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება 80 კვტ-ს 2026 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 1 იანვრამდე;

ე) 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება 50 კვტ-ს 2027 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის 1 იანვრამდე.

Leave a Reply