ნავთობპროდუქტები

ნავთობკომპანიები ბუნებრივ დანაკარგებზე შეღავათებს ითხოვენ

ნავთობკომპანიები ბუნებრივ დანაკარგებზე შეღავათებს ითხოვენ

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ბუნებრივ დანაკარგებზე კანონის ამოქმედებას ითხოვს. “ბუნებრივი დანაკარგებზე ნორმების დადგენა ეხება ძირითადში ნედლ ნავთობს. სანავთობო ტერმინალები გადასატვირთად ღებულობენ ნედლ ნავთობს აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და სხვ. სადაც გამოიყენება ტრანსპორტირებისას არსებული ბუნებრივი დანაკარგების ერთიანი რეგიონალური ნორმები. საქართველოში ჯერ არ არსებობს საკანონმდებლო აქტი ნედლ ნავთობზე ბუნებრივი დანაკარგების შესახებ, რაც ართულებს პროცესს. განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როდესაც პროდუქტის ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლებიდან  გამომდინარე, მაღალია ბუნებრივი დანაკარგები. ...

Read More »
ფედერალური ბანკის მოსალოდნელი გადაწყვეტილება ნავთობის ფასს შეამცირებს

ფედერალური ბანკის მოსალოდნელი გადაწყვეტილება ნავთობის ფასს შეამცირებს

გუშინ დაახლოებით 2%-იანი ვარდნის შემდეგ დღეს ნავთობის ფასმა პოზიციების უმნიშვნელო გამყარება მოახერხა. ფედერალური სარეზერვო ბანკის წევრების მხრიდან გაკეთებული კომენტარები, წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის ცვლილებისა და საპროცენტო განაკვეთების აწევის შესახებ, არა მხოლოდ დოლარზე და ზოგადად სავალუტო ბაზარზე, ენერგოპროდუქტებზეც ახდენს გავლენას. ქვეყნები ნავთობს დოლარში ყიდულობენ. ფედერალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების ცვლილება კი ავტომატურად გამოიწვევს დოლარის გამყარებას. ეს ფაქტი ლიდერი ვალუტის ფონზე ისედაც ...

Read More »
საერთაშორისო გამჭვირვალობა: ნავთობის ბაზარზე კონკურენცია უმნიშვნელოდ გაიზარდა

საერთაშორისო გამჭვირვალობა: ნავთობის ბაზარზე კონკურენცია უმნიშვნელოდ გაიზარდა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ ნავთობპროდუქტების ქართული ბაზრის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროექტების მენეჯერმა ლევან ნატროშვილმა განაცხადა, კვლევის საანგარიშო პერიოდი 2010-2015 წლებს მოიცავს. მისი თქმით, საქართველოში მოხმარებული ნავთობპროდუქტები მთლიანად იმპორტირებულია და 2014 წელს იგი საქართველოს უმსხვილეს საიმპორტო საქონლის ჯგუფს წარმოადგენდა. “ძირითადი ტენდენციები, რომელიც გამოიკვეთა ამ კვლევაში, არის შემდეგი, რომ 2013-2014 წლებში გასულ წლებთან შედარებით კონკურენცია ბაზარზე უმნიშვნელოდ ...

Read More »

ევროსა და დოლარის გავლენა ნავთობის ფასებზე

გასული კვირის განმავლობაში ევრომ დოლართან მიმართებაში პოზიციები დაკარგა, თუმცა მისი დასუსტება ხანმოკლე აღმოჩნდა. ევროპის 19 ქვეყნის ნაციონალურმა ვალუტამ ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ მარიო დრაგის მიერ ოფიციალური განცხადების გაკეთებიდან სულ ცოტა ხანში პოზიციციების აღდგენა მოახერხა და 1.12 ნიშნულზე დაფიქსირდა. ევროპის მთავარი ბანკის პირველმა პირმა ოფიციალურ გამოსვლაში არ გამორიცხა, რომ ეკონომიკის წასახალისებლად და ინფლაციის სასურველ ნიშნულზე გასასვლელად სტიმულაციის დამატებითი პაკეტის შემუშავება გახდეს საჭირო. ...

Read More »
ფოთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ექსპლუატაცია 2018 წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს

ფოთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ექსპლუატაცია 2018 წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს

საქართველოს მთავრობა ფოთის პორტში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობით კვლავ დაინტერესებულია. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა აზერბაიჯანულ სააგენტო “ტრენდისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ვალიშვილის შეფასებით, ქარხნის მშენებლობა საქართველოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. „ამ ეტაპზე კონკურსში გამარჯვებული არ გვყავს. მიღებული წინადადებების განსახილველად დამატებითი ინფორმაცია გამოვითხოვეთ“, – განაცხადა ვალიშვილმა და იქვე დასძინა, რომ გადაწყვეტილება კონკურსის მეორედ გამოცხადების შესახებ ჯერჯერობით არ მიღებულა. საქართველოს ენერგეტიკის ...

Read More »
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაეცა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაეცა

ნავთობის ჭარბი მოპოვების ფონზე, მსოფლიო ბაზარზე „შავი ოქროს“ ფასი დაეცა. დღევანდელი დღის მონაცემებით, „ბრენტის“ მარკის ნავთობზე ფასი 48 ცენტით შემცირდა და ბარელზე 48,44 დოლარი შეადგინა. ნიუ იორკის ბირჟაზე კი WTI-ის ნედლი ნავთობის ფასი 64 ცენტით გაიაფდა და ბარელზე 46.04 დოლარი შეადგინა. ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ნავთობზე ფასების ვარდნა უახლოეს პერიოდში გაგრძელდება. ზოგიერთი ბანკი კი, მათ შორის Goldman Sachs და ...

Read More »
ნავთობზე ფასის ვარდნამ შესაძლოა 1,5 ტრილიონი დოლარის ინვესტიციები შეაჩეროს

ნავთობზე ფასის ვარდნამ შესაძლოა 1,5 ტრილიონი დოლარის ინვესტიციები შეაჩეროს

ნავთობსფეროში ახალი პროექტების განხორციელება, რომელთა შესაძლო ჯამური ღირებულება 1,5 ტრილიონი დოლარია, შესაძლოა, ნავთობზე ფასის ვარდნის გამო შეჩერდეს. ანალიტიკური კომპანია Wood Mackenzie-ის ანალიტიკოსთა განცხადებით, ნავთობზე ბარელზე ფასის 50 დოლარამდე ვადნის შემთხვევაში, ინვესტორებისთვის არარენტაბელური იქნება ნავთობის სფეროში ინვესტიციების განხორციელება. „მიმდინარე წელს ნავთობის მოპოვების სფეროში მხოლოდ 6 პროექტი დამტკიცდება, მომავალ წელს კი 10. წინა წლებში ეს მაჩვენებელი 50-60 იყო“, – ნათქვამია Wood Mackenzie-ის ...

Read More »
ბიტუმის იმპორტი შემცირდა

საქართველოში ბიტუმის იმპორტი შემცირდა

საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტი აგვისტოში მცირედით შემცირდა. ნავთობპოდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, 2015 წლის 8 თვეში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა 58,2 ათასი ტონა შეადგინა. იმპორტირებული ბიტუმიდან 12,1 ათასი ტონის იმპორტი აგვისტოში განხორციელდა, ივლისში კი ეს მაჩვენებელი 12,5 ათას ტონას შეადგენდა. ქვეყანაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის უმეტესი წილი, 90,4% ირანიდან შემოვიდა. შარშან ქვეყანაში სულ 77 200 ტონა სანავთობო ბიტუმი შემოვიდა, რაც თითქმის 5 700 ტონით მეტია 2013 წელთან ...

Read More »
საწვავის ფასები სხვადასხვა ქვეყნებში (ფასების ცხრილი)

საწვავის ფასები სხვადასხვა ქვეყნებში (ფასების ცხრილი)

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი ნორვეგიაში, ნიდერლანდებსა და იტალიაშია. კავშირის ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შემცირდა 0,05 ევროთი და შეადგენს საშუალოდ 1,20 ევროს/ლიტრაზე. A-95 მარკის ბენზინი ყველაზე გავრცელებული საწვავის სახეობაა ევროპაში და ყველა ავტოგასამართ სადგურზე გვხვდება. ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, ნორვეგიასა და იტალიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით ...

Read More »
სოსო ფხაკაძე: ნავთობკომპანიების დაჯარიმებასთან დაკავშირებით პროცესი ღიად მიდის

სოსო ფხაკაძე: ნავთობკომპანიების დაჯარიმებასთან დაკავშირებით პროცესი ღიად მიდის

ჩვენ გვგონია რომ მართლები ვართ – ასე პასუხობს „ვისოლ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე ნავთობკომპანიების მიერ მათი დაჯარიმების გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებასთან  დაკავშირებულ შეკითხვას. მისი თქმით, საქმე სასამართლოშია და ბიზნესს აქვს ლეგიტიმური უფლება და ინტერესი, დაიცვას საკუთარი თავი. “ძალიან პროფესიონალურად ვუყურებთ ამ საქმეს, ყოველგვარი ემოციის გარეშე. სახელმწიფო აკეთებს თავის საქმეს და ბიზნესს ბუნებრივია გვაქვს ლეგიტიმური უფლება და ინტერესი, რომ დავიცვათ ...

Read More »