ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი ნორვეგიაში, ნიდერლანდებსა და იტალიაშია. კავშირის ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შემცირდა 0,05 ევროთი და შეადგენს საშუალოდ 1,20 ევროს/ლიტრაზე. A-95 მარკის ბენზინი ყველაზე გავრცელებული საწვავის სახეობაა ევროპაში და ყველა ავტოგასამართ სადგურზე გვხვდება.
ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, ნორვეგიასა და იტალიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. ნიდერლანდებში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,68 ევროს (დაახლოებით 4,55 ლარი (საქართველოში არსებული დღევანდელი გაცვლითი კურსით), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 1,61 ევროს (დაახლოებით 4,36 ლარი), დიზელის საწვავი – 1,27 ევროს (დაახლოებით 3,44 ლარი); ნორვეგიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,71 ევროს (დაახლოებით 4,63 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 1,60 ევროს (დაახლოებით 4,34 ლარი), დიზელის საწვავი – 1,43 ევროს (დაახლოებით 3,87 ლარი); იტალიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,74 ევროს (დაახლოებით 4,71 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 1,58 ევროს (დაახლოებით 4,28 ლარი), დიზელის საწვავი – 1,46 ევროს (დაახლოებით 3,96 ლარი).
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: სუპერი ტიპის ბენზინის ფასი – 0,53 ევრო (დაახლოებით 1,44 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 0,49 ევრო (დაახლოებით 1,33 ლარი), დიზელის საწვავი – 0,47 ევროს (დაახლოებით 1,27 ლარი).
საქართველოს მეზობელ სომხეთში – სომხეთში – 1 ლიტრი სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 0,87 ევროს (დაახლოებით 2,36 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 0,83 ევროს (დაახლოებით 2,25 ლარი), დიზელის საწვავი – 0,78 ევროს (დაახლოებით 2,11 ლარი); აზერბაიჯანში – სუპერი ტიპის ბენზინის ფასი – 0,88 ევროს (დაახლოებით 2,38 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 0,81 ევროს (დაახლოებით 2,19 ლარი) – ამ ორივე პროდუქტს აზერბაიჯანი არ აწარმოებს და ის ევროპიდან იმპორტირებულია, ადგილობრივი წარმოებული დიზელის საწვავი – 0,51 ევროს (დაახლოებით 1,38 ლარი); უკრაინაში – სუპერი ტიპის ბენზინის ფასი – 0,87 ევროს (დაახლოებით 2,36 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 0,81 ევროს (დაახლოებით 2,19 ლარი), დიზელის საწვავი – 0,72 ევროს (დაახლოებით 1,95 ლარი); მოლდავეთში – სუპერი ტიპის ბენზინის ფასი – 0,86 ევროს (დაახლოებით 2,33 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 0,83 ევროს (დაახლოებით 2,25 ლარი), დიზელის საწვავი – 0,72 ევროს (დაახლოებით 1,95 ლარი).
“რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, ჩვენთან ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასები შეადგენს: სუპერი ტიპის ბენზინი – 2,07-2,10 ლარი; პრემიუმი ტიპის ბენზინი – 1,99-2,10 ლარი; რეგულარის ტიპის ბენზინი – 1,83-1,99 ლარი; დიზელი ლ-62 -1,77-1,86 ლარი; ევრო დიზელი – 1,92-2,05 ლარი. ხოლო არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 15-20 თეთრით ნაკლებია ლიტრაზე. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ საწვავზე ფასები შემცირდა საქართველოშიც ამ დღეებში საშუალოდ 5 თეთრით ყველა ტიპის საწვავზე”, – განმარტავენ კავშირში.
საწვავის ფასთა ცხრილი რიგ ქვეყნებში სექტემბრის თვის პირველი რიცხვების მდგომარეობით.