ნავთობპროდუქტები

ვენესუელაში ბენზინის დეფიციტი დაიწყო

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ინფორმაციის თანახმად, ვენესუელას დედაქალაქში, რომელიც პლანეტაზე ნავთობის ყველაზე დიდი მარაგების მქონე ქვეყანაა, კვლავ შეიქმნა ბენზინის მწვავე უკმარისობა. ხელისუფლებამ დააწესა საწვავის მოხმარების ნორმირება მას შემდეგ, რაც წარმოება სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში დაეცა, რის გამოც მძღოლები იძულებულნი არიან საათობით იდგნენ საწვავის ასავსებად რიგებში. სიტუაციასთან ახლოს მყოფმა წყაროებმა Bloomberg–ს განუცხადეს, რომ ამის მიზეზი სახელმწიფო კომპანია Petroleos de Venezuela SA–ის საწარმოებში ჩავარდნებია, ...

Read More »

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა, საწვავის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას აფასებს და აცხადებს, რომ დღეს როგორც საერთაშორისო ბაზარზე ფასწარმოქმნაზე მოქმედი, ასევე ადგილობრივი პარამეტრები იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში დაიწყოს საწვავის გაიაფება. აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წელს საწვავის ფასი საქართველოში განუხრელად იზრდება. მან ისტორიაში პირველად, გადალახა ყველა ფსიქოლოგიური ნიშნული და ერთი ლიტრი საწვავის ფასი გასცდა 3 ...

Read More »
მსოფლიოში ნავთობის ფასები მატულობს

Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს, Light Sweet-ის კი შემცირდა

2021 წლის  26  ივლისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  74.50 (+ 0.40) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  71.91 ( – 0.16)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ირანმა პირველად განახორციელა ნავთობის ექსპორტი “ჯასკის” ნავთობტერმინალიდან

ირანმა პირველად განახორციელა ნავთობის ექსპორტი “ჯასკის” ნავთობტერმინალიდან. პროექტი ძალაში  ნავთობის მინისტრისა და ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის ინიციატივით შევიდა. ირანული ნედლი ნავთობის პირველი პარტიის დატვირთვისა და ექსპორტის ოფიციალური პროცესი დაიწყო ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის ბრძანებით და აღნიშნულმა რეალობად აქცია ქვეყნის დიდი ხნის მიზანი, ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციისა. გეგმის რეალიზებაში დაიხარჯა დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი, რომლის მიზანი იყო “ჯასკის” ახალი ნავთობტერმინალით 1 მილიონი ბარელი ...

Read More »

აზერბაიჯანმა 755 ათასი ტონა ნავთობქიმიური პროდუქტის ექსპორტი განახორციელა

ამ წლის მეორე კვარტალში აზერბაიჯანში ნავთობგადამამუშავებელი და ნავთობქიმიური პროდუქტების ექსპორტმა  755 ათასი ტონა შეადგინა. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) განცხადების თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი 13%-ით მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე.

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

მ/წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი გაიზარდა, საავიაციო ნავთის იმპორტი კი შემცირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2021 წლის ივნისის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,67 ათასი ტონა, რაც 0,09 ათასი ტონით ანუ 5,1%-ით ნაკლებია მაისის თვის მაჩვენებელთან (1,76 ათასი ტონა) შედარებით და 0,20 ათასი ტონით ანუ 13,6%-ით მეტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,47 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, მიმდინარე წლის ივნისის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან ...

Read More »

ნავთობის ფასი ისევ გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის   23 ივლისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  74,10  (+ 0,31) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  72,07  (+ 0,16)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რუსეთის მთავრობა ბენზინის ექსპორტის აკრძალვას გეგმავს

პროცესი შემდეგ კვირას დაიწყება. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ ნავთობკომპანიებს ულტიმატუმი წაუყენა, საბითუმო საწვავის ფასების მკვეთრი ზრდის გამო. ბენზინის ექსპორტის აკრძალვის პროცესი დაიწყება შემდეგ კვირას, თუ მისი საბითუმო ფასი არ შემცირდება, განაცხადა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლაი შულგინოვმა. წლის დასაწყისიდან, საფონდო ბირჟაზე AI-95 მარკის საწვავი 23%-ით გაძვირდა და ისტორიაში პირველად ღირდა ტონაზე 60 ათას რუბლზე მეტი. Ai-92 ფასებმა 24%-ით მოიმატა და შეადგინა 57847 რუბლი ...

Read More »
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა გაიზარდა

მიმდინარე წელს, უკვე 150 ტანკერი დაიძრა ჯეიჰანის პორტიდან

BOTAS International Limited (BIL)-მა, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის ოპერატორია თურქეთში, ჯეიჰანის ტერმინალიდან 109 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი გაიტანა. კომპანიის ცნობით, ნედლი ნავთობის ხსენებული მოცულობა 150 ტანკერზე დატვირთეს და მსოფლიო ბაზრებზე გაგზავნეს. მთლიანობაში, პორტიდან ამ დროისთვის 4,809 ტანკერზე დატვირთული დაახლოებით 3,68 მილიარდი ბარელი ნედლი ნავთობია გადაზიდული. BIL–მა 2001 წელს მოიპოვა თურქეთში BTC ფუნქციონირებაზე უფლება. ნედლი ნავთობის პირველი ტანკერი  ...

Read More »

მაისში საუდის არაბეთიდან ნავთობის ექსპორტი 4,5%-ით გაიზარდა

2021 წლის მაისის თვეში საუდის არაბეთმა ნავთობის ექსპორტი 4,5%-ით გაზარდა 5,649 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში აპრილის თვის 5,408 მილიონი ბარელის მაჩვენებელთან შედარებით, ამასთან, ის 6.2%-ით ნაკლებია გასული წლის მაისის თვის მაჩვენებელთან შედარებით – Joint Organization Data Initiative-ის მონაცემებზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. JODI–ის მონაცემებით, საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვება მაისის თვეში 5%–ით გაიზარდა და შეადგინა 8,544 მლნ ბარელი/დღეში  აპრილის თვის 8,134 მლნ ...

Read More »