“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ინფორმაციის თანახმად, ვენესუელას დედაქალაქში, რომელიც პლანეტაზე ნავთობის ყველაზე დიდი მარაგების მქონე ქვეყანაა, კვლავ შეიქმნა ბენზინის მწვავე უკმარისობა.
ხელისუფლებამ დააწესა საწვავის მოხმარების ნორმირება მას შემდეგ, რაც წარმოება სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში დაეცა, რის გამოც მძღოლები იძულებულნი არიან საათობით იდგნენ საწვავის ასავსებად რიგებში.
სიტუაციასთან ახლოს მყოფმა წყაროებმა Bloomberg–ს განუცხადეს, რომ ამის მიზეზი სახელმწიფო კომპანია Petroleos de Venezuela SA–ის საწარმოებში ჩავარდნებია, საიდანაც ბენზინის წარმოება ივნისის თვის ბოლოდან 40%–ით შემცირდა.
PDVSA-ს, რომელიც აშშ-ს სანქციებს და ტექნოლოგიებზე დახურულ წვდომას ისევ განიცდის, კვლავს შეემთხვა ავარიებო თავის უმსხვილეს ქარხნებში. წყაროს ინფორმაციითმ, კომპანიის ექვსი გადამამუშავებელი ქარხნიდან ამჟამად მხოლოდ ორი მუშაობს.
ვენესუელა დღეისათვის ყოველდღიურად მოიხმარს 70 ათას ბარელ ბენზინს, რაც 5-ჯერ ნაკლებია 2010 წლის დასაწყისტან შედარებით, რომელტან შედარებითაც ეკონომიკა მესამედით შემცირდა.