რუსეთის მთავრობა ბენზინის ექსპორტის აკრძალვას გეგმავს

პროცესი შემდეგ კვირას დაიწყება.

რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ ნავთობკომპანიებს ულტიმატუმი წაუყენა, საბითუმო საწვავის ფასების მკვეთრი ზრდის გამო.

ბენზინის ექსპორტის აკრძალვის პროცესი დაიწყება შემდეგ კვირას, თუ მისი საბითუმო ფასი არ შემცირდება, განაცხადა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლაი შულგინოვმა.

წლის დასაწყისიდან, საფონდო ბირჟაზე AI-95 მარკის საწვავი 23%-ით გაძვირდა და ისტორიაში პირველად ღირდა ტონაზე 60 ათას რუბლზე მეტი. Ai-92 ფასებმა 24%-ით მოიმატა და შეადგინა 57847 რუბლი ტონაზე.

”თუ გაცვლითი ფასები არსებულ რეკორდულ მაჩვენებელზე დარჩება, შესაძლოა დადგეს ნავთობკომპანიებთან ხელშეკრულებების გაფორმების საკითხი, რომელიც დარეგულირებს საბითუმო სეგმენტის ფასების სიდიდესა და ზრდის მაჩვენებელს” – განაცხადა შულგინოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ივლისის ბოლოს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დაგეგმილი რემონტის დასრულების შემდეგ, ბენზინის წარმოების ზრდა ხელს შეუწყობს გაცვლითი ფასების დასტაბილურებას.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply