2021 წლის მაისის თვეში საუდის არაბეთმა ნავთობის ექსპორტი 4,5%-ით გაზარდა 5,649 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში აპრილის თვის 5,408 მილიონი ბარელის მაჩვენებელთან შედარებით, ამასთან, ის 6.2%-ით ნაკლებია გასული წლის მაისის თვის მაჩვენებელთან შედარებით – Joint Organization Data Initiative-ის მონაცემებზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
JODI–ის მონაცემებით, საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვება მაისის თვეში 5%–ით გაიზარდა და შეადგინა 8,544 მლნ ბარელი/დღეში აპრილის თვის 8,134 მლნ ბარელის მაჩვენებელთან შედარებით. წლიურ გამოხატულებაში მაჩვენებელი 0.7%-ით შემცირდა.
მაისში ერაყმა ნავთობის ექსპორტი 1,5%-ით შემცირდა წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 3,337 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში. მოპოვება შემცირდა 1.3%-ით და შეადგინა 3.879 მილიონი ბარელი/დღეში. ამასთან, 2020 წლის მაისის თვესთან შედარებით პირველი მაჩვენებელი 8.2%-ით დაეცა, ხოლო მეორე – 4.7%-ით.
ვენესუელაში ნავთობის წარმოება გაიზარდა 582 ათას ბარელამდე/დღეში, აპრილის თვის 452 ათასი ბარელის მაჩვენებელთან შედარებით. ერთი წლით ადრე მაჩვენებელი შეადგენდა 573 ათას ბარელს/დღე-ღამეში.