BOTAS International Limited (BIL)-მა, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის ოპერატორია თურქეთში, ჯეიჰანის ტერმინალიდან 109 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი გაიტანა.
კომპანიის ცნობით, ნედლი ნავთობის ხსენებული მოცულობა 150 ტანკერზე დატვირთეს და მსოფლიო ბაზრებზე გაგზავნეს.
მთლიანობაში, პორტიდან ამ დროისთვის 4,809 ტანკერზე დატვირთული დაახლოებით 3,68 მილიარდი ბარელი ნედლი ნავთობია გადაზიდული.
BIL–მა 2001 წელს მოიპოვა თურქეთში BTC ფუნქციონირებაზე უფლება. ნედლი ნავთობის პირველი ტანკერი BTC–დან ჯეიჰანის ტერმინალზე 2006 წლის 2 ივნისს დაიტვირთა.
ნინო სამადაშვილი