ნავთობპროდუქტები

ნავთობის მსოფლიო ფასები უკვე 27 დოლარს ჩამოსცდა

მსოფლიო ნავთობსა და გაზზე დამოკიდებული დიდხანს იქნება – BP-ის აღმასრულებელი დირექტორი

ბრიტანული ნავთობისა და გაზის კომპანიის BP-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბერნარდ ლონი პროგნოზირებს, რომ ნავთობი და გაზი, გლობალური ენერგეტიკული სისტემის ნაწილი კიდევ მრავალი წლის და ათწლეულების განმავლობაში იქნება. ამის შესახებ გამოცემა CNBC წერს. ბერნარდ ლონიმ მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდა ყურადღება  მავნე გამონაბოლქვის შემცირებაზე გაამახვილონ და არა იდეოლოგიურ პოზიციებზე. ის ასევე საჭიროდ მიიჩნევს მომხმარებლისთვის საწვავის გაძვირების პრევენციას. ”შეიძლება არ იყოს პოპულარული იმის თქმა, რომ ნავთობი და გაზი დარჩება ქსელში მომდევნო ...

Read More »
ნავთობზე დაბალი ფასები 10 წლის განმავლობაში შენარჩუნდება

აშშ-მა აზიის ქვეყნებს ნავთობის სტრატეგიული მარაგების გამოთავისუფლება სთხოვა

აშშ-მა აზიის რამდენიმე ქვეყანას სთხოვა გაათავისუფლონ ნავთობის სტრატეგიული მარაგები, რათა ზეწოლა მოახდინონ OPEC-ზე და მიაღწიონ ფასების დააკლებას. Reuters წყაროზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. სააგენტოს ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციამ თხოვნით მიმართა მსხვილ მომხმარებლებს – იაპონიას, სამხრეთ კორეას, ინდოეთსა და ჩინეთს. ამბობენ, რომ ტოკიოში დადებითდი რეაგირება მოახდინეს ვაშინგტონის წინადადებაზე, მაგრამ საბოლოო პასუხი ჯერ არცერთ ქვეყანას არ გაუცია. კითხვაზე, თუ რატომ მიმართეს ინდოეთს, ...

Read More »
ნავთობის ფასის სამომავლო ტენდენციები ბუნდოვანია

IEA მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნილების ზრდას ვარაუდობს

საერთაშორისო ენერგეტიკულმა  სააგენტომ (IEA) თითქმის უცვლელი დატოვა პროგნოზები 2021-2022 წლებში ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილებასთან დაკავშირებით: მიმდინარე წელს კვლავ ივარაუდება მისი ზრდა 5,5 მილიონი ბარელით/დღეში, ხოლო 2022 წლისთვის პროგნოზი გაზრდილია 0,1 მილიონი ბარელით 3,4 მილიონ ბარელამდე/დღეში. სააგენტოს ნოემბრის თვის ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილება იზრდება ბენზინის აქტიურ მოხმარებასთან და საერთაშორისო მოგზაურობის ზრდასთან დაკავშირებით, ვინაიდან სულ უფრო მეტი ქვეყანა ხსნის ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 17 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  80.28 (- 2.15)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  78.36 (- 2.40)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,17%-ით, 0,97 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 83,90 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
“როსნეფტის” 19.5%-იანი წილი შესაძლოა ჩინურმა და ინდურმა კომპანიებმა შეიძინონ

როსნეფტი 2022 წლის შუა რიცხვებისთვის ნავთობის ფასის 120 დოლარამდე ზრდას ვარაუდობს

2022 წლის პირველი ნახევრის ბოლოსთვის ნავთობის ფასმა შესაძლოა მიაღწიოს 120 დოლარს/ბარელზე. როსნეფტის ვიცე-პრეზიდენტის ოტაბეკ კარიმოვის განცადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „ჩვენ ნამდვილად ვხედავთ, რომ ნავთობის ფასმა მომდევნო ნახევრის ბოლოს შესაძლოა მიაღწიოს 120 დოლარს/ბარელზე “, – განაცხადა მან. მისი თქმით, მსოფლიოში ენერგორესურსების ძალიან სერიოზული დეფიციტია და ამან არ შეიძლება არ იმოქმედოს ფასებზე. კარიმოვმა აღნიშნა, რომ “OPEC +”-ის ქვეყნებს არ შეუძლიათ ...

Read More »

OPEC-ის გენერალურმა მდივანმა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ჭარბი ოდენობა იწინასწარმეტყველა

მსოფლიო ბაზარზე შესაძლოა ნავთობის ჭარბი რაოდენობა შეიქმნას უკვე 2021 წლის დეკემბერში. OPEC-ის გენერალური მდივანის მოჰამედ ბარკინდოს განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ეს პროგნოზი დაკავშირებულია ჭარბი ოდენობით მიწოდებასთან. ამის მიზეზი გახდება COVID-19 პანდემიის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის თანდათანობითი შენელება, წერს Bloomberg. ნავთობის მარაგების აღდგენა ხდება ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში. თუმცა OPEC-ს შავი ოქროს მოპოვების გაზრდა მხოლოდ ეტაპობრივად შეუძლია. ეკონომიკური ზრდა დამოკიდებულია ...

Read More »

OPEC + ქვეყნებმა ოქტომბერში შეთანხმება 116%-ით შეასრულეს

“OPEC +”-ის ქვეყნებმა ოქტომბერში, ისევე როგორც გასულ თვეში, ნავთობის მოპოვების შეზღუდვის შესახებ შეთანხმება შეასრულეს 116%-ით, ნათქვამია IEA-ს ანალიტიკოსების გათვლებზე დაყრდნობით იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ამრიგად, OPEC-ის წევრებმა თავიანთი ვალდებულებები შეასრულეს 124%-ით, ხოლო ქვეყნებმა, რომლებიც არ არიან ორგანიზაციის წევრები – 103%-ით. ოქტომბრის თვეში “OPEC +”-ის ნავთობის მიწოდებები გაიზარდა 560 ათასი ბარელით/დღეში   42,79 მლნ ბარელამდე/დღეში, ძირითადად საუდის არაბეთსა (0,12 მლნ ბარელით/დღეში) და ყაზახეთში ...

Read More »
ოპეკი ნავთობის ფასის ზრდას გეგმავს

OPEC-ის ქვეყნებმა ოქტომბერში ნავთობის წარმოება გაზარდეს

OPEC+-ის წევრმა ქვეყნებმა ოქტომბერში ნავთობის მოპოვება 490 ათასი ბარელით, 36,82 მილიონ ბარელამდე გაზარდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) ავრცელებს. საუდის არაბეთმა ოქტომბერში ნავთობის მოპოვება 9,8 მილიონ ბარელამდე გაზარდა, თუმცა ის კვლავაც გადაჭარბებით ასრულებს  ნავთობის მოპოვების 1%-ით შემცირების თაობაზე მიზანს. OPEC-ის ათმა ქვეყანამ ოქტომბერში  შეთანხმება გეგმის 124%-ით შეასრულა, ხოლო, ორგანიზაციის არაწევრმა ქვეყნებმა – 103%-ით.

Read More »

ქვეყნები, საიდანაც საქართველოში საწვავის იმპორტი ხორციელდება

საქართველოში 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში 945,0 ათასი ტონა საწვავის იმპორტი განხორციელდა. როგორც „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა“ „ბიზნესპრესსნიუსს“ აცნობა, ზრდა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 34,5 ათასი ანუ 3,8% იყო. 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში 910,5 ათასი ტონა იყო. იანვარ-ოქტომბერში საერთო იმპორტიდან 490,2 ათასი ტონა იყო ბენზინი, ხოლო 454,7 ტონა – დიზელი. „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თურქმენეთიდან საწვავის იმპორტს არაბრენდირებული ბენზინგასამართი ...

Read More »