“OPEC +”-ის ქვეყნებმა ოქტომბერში, ისევე როგორც გასულ თვეში, ნავთობის მოპოვების შეზღუდვის შესახებ შეთანხმება შეასრულეს 116%-ით, ნათქვამია IEA-ს ანალიტიკოსების გათვლებზე დაყრდნობით იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
ამრიგად, OPEC-ის წევრებმა თავიანთი ვალდებულებები შეასრულეს 124%-ით, ხოლო ქვეყნებმა, რომლებიც არ არიან ორგანიზაციის წევრები – 103%-ით.
ოქტომბრის თვეში “OPEC +”-ის ნავთობის მიწოდებები გაიზარდა 560 ათასი ბარელით/დღეში 42,79 მლნ ბარელამდე/დღეში, ძირითადად საუდის არაბეთსა (0,12 მლნ ბარელით/დღეში) და ყაზახეთში (0,26 მლნ ბარელით/დღეში) მოპოვების ზრდის ხარჯზე.