ნავთობპროდუქტები

საუდის არაბეთი ძირითად ნავთობმომპოვებელ კომპანიას ყიდის

საუდის არაბეთმა რუსეთს გაუსწრო და ჩინეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა

საუდის არაბეთი ჩინეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა და პირველად ამ მაჩვენებლით რუსეთს გაუსწრო. Reuters-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთმა 2020 წელს ჩინეთს 84,92 მილიონი ტონა ნავთობი მიაწოდა, რაც 1.9%-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელთან. რაც შეეხება რუსეთს, ამ ქვეყანამაც გაზარდა ჩინეთში ნავთობის ექსპორტი 7.6%-ით 83,57 მილიონ  ტონამდე. მესამე ადგილზე  ჩინეთში ნავთობის ექსპორტის მოცულობის მიხედვით  ერაყია – 60,12 მლნ ტონა.

Read More »

„საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად”

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტი, საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება. „ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული, გონივრული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან. უკანასკნელ პერიოდში, ხელისუფლების მიერ ნავთობპროდუქტების სექტორში ინიცირებული და განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები უდაოდ არის სახელმწიფოებრივი მიდგომისა და ბიზნესთან თანამშრომლობის კარგი მაგალითი. ამავდროულად, ბოლო გადაწყვეტილება, ასევე, ემსახურება ქვეყნის ...

Read More »

აშშ კვლავ ლიდერობს მსოფლიოში ნავთობის მოპოვების მიხედვით

ნოემბრის თვის შედეგებით ნავთობის მოპოვების მხრივ მსოფლიოში კვლავ შეერთებული შტატები ლიდერობს. ამის ადასტურებს JODI- ს (ნავთობის სტატისტიკის ერთობლივი ინიციატივა) მონაცემები. კერძოდ, ნოემბრის თვეში შეერთებულმა შტატებმა მოიპოვა 10,93 მილიონი ბარელი/დღეში, თვის განმავლობაში წარმოება გაიზარდა 511 ათასი ბარელით/დღე-ღამეში ანუ 4,9%-ით. აღნიშნულ პერიოდში რუსეთში ნავთობის მოპოვებამ შეადგინა 9,31 მილიონი ბარელი/დღე-ღამეში, რაც ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით 73 ათასი ბარელით ანუ 0,8% -ით მეტია. საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვებამ ნოემბრის თვეში ...

Read More »

ნავთობის ბაზრის მოლოდინები

გასული წლის ბოლოს ნავთობის ბაზარზე არსებული დადებითი მოლოდინები ოდნავ შეიცვალა. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს შეფასებით, ნავთობზე მოთხოვნა 2021 წელს დღეში საშუალოდ 0.6 მლნ ბარელით ნაკლები იქნება, ვიდრე ეს ნოემბრის პროგნოზით იყო. სააგენტოს შეფასებით, მიმდინარე წელს ნავთობზე მოთხოვნის ყოველდღიური საშუალო მაჩვენებელი 96.6 მლნ ბარელი იქნება, რაც გასულ წელს საშუალოდ 91.1 მლნ ბარელი იყო. საპროგნოზო მაჩვენებლის შემცირება კი, ეპიდემიოლოგიური მდგომარების გაუარესების გამო შეზღუდვების გამკაცრებას უკავშირდება. ...

Read More »

აშშ-მა შავ სიაში შეიყვანა სანავთობო ტანკერები ვენესუელას წინააღმდეგ სანქციების დარღვევისთვის

2021 წლის 19 იანვარს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რიგ კომპანიასა და გემს, რომლებმაც ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანია “PDVSA”-ს დაეხმარნენ ნავთობის გაყიდვაში აზიაში, მიუხედავად ვაშინგტონის სანქციების, ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Reuters. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ამ თანხამ ხელი შეუწყო 2018 წელს პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს უკანონო არჩევას. აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს (OFAC) ქმედება მიმართული იქნება სამი ადამიანის, 14 ორგანიზაციისა და ექვსი გემისგან ...

Read More »

2020 წელს აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვება 7,9% -ით შემცირდა

2020 წელს აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვება 7,9% -ით შემცირდა, ხოლო გაზის წარმოება გაიზარდა 4,3% -ით. ამის შესახებ განაცხადა  აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრესსამსახურმა. სულ, 2020 წელს აზერბაიჯანში მოპოვებულ იქნა 34 მილიონ 538,848 ათასი ტონა ნავთობი. ნავთობის მოპოვება ქვეყანაში მთელი წლის განმავლობაში მცირდებოდა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო “ოპეკი +”-ის  ხელშეკრულებით. 2020 წელს აზერბაიჯანში გაზის მოპოვებამ შეადგინა 37 მილიარდ 140,9 მილიონი მ3. ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანში გაზის მოპოვება ...

Read More »
საუდის არაბეთმა აშშ-ს ნავთობმოპოვებაში ლიდერობა ჩამოართვა

სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობკომპანიები

ნავთობი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსია, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ყველა სფეროში, საწვავის ტრანსპორტირებიდან დაწყებული კოსმეტიკური საშუალებებით დასრულებული. სწორედ ამ მიზეზით, მრავალი ქვეყნის ხელისუფლება ნავთობის მარაგების ნაციონალიზაციას ახდენს, რითაც უფრო მეტად აკონტროლებს ნავთობის რეზერვებს და შემოსავლის დამატებით ნაკადებზე წვდომასაც ახერხებს, თუმცა ზოგადად, ნაციონალიზაცია ხშირად გულისხმობს ეროვნული ნავთობკომპანიის შექმნას, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკულ საქმიანობას აკონტროლებს. Visual Capitalist-ი გვთავაზობს მსოფლიოს უდიდესი და გავლენიანი ...

Read More »

საავტომობილო დიზელის ხარისხობრივი ნორმები ევროპულ სტანდარტებს კიდევ უფრო დაუახლოვდა

საქართველოს მთავრობამ „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ” N238 დადგენილებაში ცვლილებები დაამტკიცა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, დიზელის საწვავი მაქსიმალურად დაუახლოვდა ევროდირექტივით განსაზღვრული პარამეტრების ნუსხას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დიზელის ხარისხობრივი მოთხოვნები ეტაპობრივად უმჯობესდება და, დადგენილი პარამეტრების ფარგლებში, 2019 წლიდან შეესაბამება ევრო ოთხ სტანდარტს, რაც გოგირდის მცირე შემცველობას გულისხმობს. დიზელის ხარისხის ევრო ხუთ ნორმამდე გაზრდა მომავალი წლის ...

Read More »

ოპეკი აშშ-ის სანავთობო სფეროსთან ურთიერთობის განმტკიცებას გეგმავს

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) აპირებს ამერიკის ნავთობინდუსტრიასთან ურთიერთობების განმტკიცების გაგრძელებას არჩეული პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის მმართველობის დროს. ამის შესახებ განაცხადა ოპეკის გენერალურმა მდივანმა მუჰამედ ბარკინდომ სამშაბათს ვაშინგტონის ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ონლაინ-კონფერენციაზე. “ჩვენი აზრით, ჩვენ მეტად ურთიერთმისაღები ურთიერთობა გვაქვს აშშ-ის ნავთობმომპოვებელ ინდუსტრიასთან. იმედი გვაქვს, რომ მოხდება ჩვენი ურთიერთობების განმტკიცება ამერიკის (ნავთობის)ინდუსტრიასთან პრეზიდენტ ბაიდენის მმართველობის დროს,” აღნიშნა მან და აქვე დასძინა, რომ ჯერ არ დაკავშირებია არჩეული პრეზიდენტის გუნდს. ...

Read More »

საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ ნავთობზე მოთხოვნილების ზრდის პროგნოზი შეამცირა

საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ შეამცირა 2021 წელს ნედლეულზე გლობალური მოთხოვნის ზრდის პროგნოზი 0,3 მილიონი ბარელით დღეში (5,5 მილიონამდე). სააგენტოს პროგნოზის თანახმად, 2021 წელს ნედლეულზე გლობალური მოთხოვნილება იქნება 96,6 მილიონი ბარელის ფარგლებში დღე-ღამეში, მიწოდება კი გაიზრდება მილიონი ბარელით/დღე-ღამეში, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ანგარიშში. პროგნოზის გაუარესება  ეფუძნება მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული დაძაბული ვითარების გაგრძელებას. ასევე აღნიშნულია, რომ მიმდინარე  წელს შეერთებულ შტატებში გაგრძელდება ნავთობის მოპოვების შემცირება, ...

Read More »