2020 წელს აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვება 7,9% -ით შემცირდა, ხოლო გაზის წარმოება გაიზარდა 4,3% -ით. ამის შესახებ განაცხადა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრესსამსახურმა.
სულ, 2020 წელს აზერბაიჯანში მოპოვებულ იქნა 34 მილიონ 538,848 ათასი ტონა ნავთობი.
ნავთობის მოპოვება ქვეყანაში მთელი წლის განმავლობაში მცირდებოდა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო “ოპეკი +”-ის ხელშეკრულებით.
2020 წელს აზერბაიჯანში გაზის მოპოვებამ შეადგინა 37 მილიარდ 140,9 მილიონი მ3. ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანში გაზის მოპოვება იზრდება და 2020 წელიც, პანდემიის მიუხედავად, არ იყო გამონაკლისი.