აშშ-მა შავ სიაში შეიყვანა სანავთობო ტანკერები ვენესუელას წინააღმდეგ სანქციების დარღვევისთვის

2021 წლის 19 იანვარს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რიგ კომპანიასა და გემს, რომლებმაც ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანია “PDVSA”-ს დაეხმარნენ ნავთობის გაყიდვაში აზიაში, მიუხედავად ვაშინგტონის სანქციების, ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Reuters.

ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ამ თანხამ ხელი შეუწყო 2018 წელს პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს უკანონო არჩევას.

აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს (OFAC) ქმედება მიმართული იქნება სამი ადამიანის, 14 ორგანიზაციისა და ექვსი გემისგან შემდგარი “ქსელის” მიმართ.

ცნობისათვის, ვაშინგტონმა PDVSA–ს წინააღმდეგ სანქციები 2019 წლის დასაწყისში დააწესა. 

Leave a Reply