ოპეკი აშშ-ის სანავთობო სფეროსთან ურთიერთობის განმტკიცებას გეგმავს

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) აპირებს ამერიკის ნავთობინდუსტრიასთან ურთიერთობების განმტკიცების გაგრძელებას არჩეული პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის მმართველობის დროს. ამის შესახებ განაცხადა ოპეკის გენერალურმა მდივანმა მუჰამედ ბარკინდომ სამშაბათს ვაშინგტონის ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ონლაინ-კონფერენციაზე.

“ჩვენი აზრით, ჩვენ მეტად ურთიერთმისაღები ურთიერთობა გვაქვს აშშ-ის ნავთობმომპოვებელ ინდუსტრიასთან. იმედი გვაქვს, რომ მოხდება ჩვენი ურთიერთობების განმტკიცება ამერიკის (ნავთობის)ინდუსტრიასთან პრეზიდენტ ბაიდენის მმართველობის დროს,” აღნიშნა მან და აქვე დასძინა, რომ ჯერ არ დაკავშირებია არჩეული პრეზიდენტის გუნდს.

ამავე დროს, ბარკინდომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანავთობო ბაზრის აღდგენის პროცესი “კვლავ არასტაბილური ხასიათისაა”. მიუხედავად ამისა, ოპეკი ოპტიმისტურად უყურებს ბაზრის განვითარებას.

Leave a Reply