ნავთობპროდუქტები

ბელორუსმა მილსადენ “დრუჟბას” მეშვეობით ევროპაში ნავთობის ტრანზიტი შეაჩერა

ოდესა-ბროდის მილსადენზე ნავთობის მიღების გამო, ტრანზიტი 13 სექტემბრამდეა შეჩერებული. “ბელნეფტეხიმმა” შეაჩერა “დრუჟბით” ნავთობის მიწოდება სლოვაკეთისა და უნგრეთის მიმართულებით 13 სექტემბრამდე, ოდესა-ბროდის მილსადენზე ნავთობის მიღების გამო. აღნიშნულის შესახებ „ტრანსნეფტის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ დემინმა TASS–ს განუცხადა. ”13 სექტემბრამდე, “ბელნეფტეხიმმა” შეაჩერა “დრუჟბას” მაგისტრალური მილსადენის მომარაგება ბუდკოვიცასა და ფენეშლიტკას მიმართულებით და დაიწყო  საპირისპიროდ, ოდესა-ბროდის მილსადენის საშუალებით ბელორუსის ტერიტორიაზე ნავთობის პარტიის მიღების გამო” – განაცხადა ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობი გაძვირდა

“Azeri LT CIF”-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარს აწვდის, ფასი 0.64 აშშ დოლარით (0,88%) გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. Azeri Light-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ამ დროისათვის 73,12 აშშ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, იმ დროისთვის 1 ბარელი “Azeri LT CIF”-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი 2008 წლის ივლისში ...

Read More »
დაბინძურებული ჰაერი კლავს - შეშა, გაუმართავი ტრანსპორტი, მანგანუმის საბადოები...

“წიაღისეული საწვავის მიწის ქვეშ შენარჩუნება აუცილებელია”

ნავთობისა და გაზის თითქმის 60% და ქვანახშირის 90% მიწის ქვეშ, მოპოვების გარეშე უნდა შევინარჩუნოთ, რათა გლობალური დათბობით გამოწვეული 1.5-გრადუსიანი ტემპერატურის მატება შევინარჩუნოთ, – წერს BBC მეცნიერებზე დაყრდნობით. პროგნოზი ემყარება გლობალურად, ენერგიის მიწოდებისა და მოთხოვნის დეტალურ ანალიზს. „კოვიდპანდემიის გამო, საწვავის წარმოებამ მკვეთრად იკლო, მაგრამ ტემპი კვლავ იზრდება“, – ამბობს ასოცირებული პროფესორი სტივ პაი. მკვლევრები მთავრობებს მოუწოდებენ, გაატარონ გაბედული პოლიტიკა, რათა შეაჩერონ აღნიშნული წიაღისეულის მოპოვება.

Read More »

საქართველოში საწვავის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა

საქართველოში რეგულარის საწვავის ღირებულება საშუალოდ 3 ლარს აღემატება. ასევე რეკორდულ დონემდე არის გაზრდილი სხვა მარკის საწვავის ღირებულებაც. ბოლო პერიოდში, საწვავის ფასი განუხრელად იზრდება, რაც გამოწვეულია არაერთი ფაქტორით, მათ შორისაა ვალუტის კურსი და მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების ზრდა. რა ღირს ამჟამად საწვავი ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე იხილეთ ქვემოთ:       წყარო: report.ge

Read More »

რამდენიმედღიანი კლების შემდეგ, ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის  8 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  72.60(+ 0.91)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  69.30 (+ 0.95)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

ერაყი და ფრანგული Total Energies $27 მილიარდიან ენერგეტიკულ პროექტს განახორციელებენ

5 სექტემბერს ბაღდადში ფრანგულ გაზისა და ნავთობის კომპანია Total–სა და ერაყის მთავრობას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, Total–ი სამხრეთ ერაყში ოთხ გიგანტურ ენერგეტიკულ პროექტში $27 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს. პროექტი საწყის ეტაპზე $10 მილიარდის ინვესტიციას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ საინჟინრო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ამის შესახებ Total–ის აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ პიუიანმა ხელმოწერის ცერემონიალზე განაცხადა. ერაყის ნავთობის მინისტრ იჰსან აბდულ ჯაბარის განცხადებით, პირველი ...

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

აგვისტოში საწვავი კიდევ 3-5 თეთრით გაძვირდა

საწვავის გაძვირების ტენდენცია გრძელდება. ადგილობრივ ბაზარზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში ნავთობპროდუქტები დამატებით 3-5 თეთრით გაძვირდა. შედეგად, ბენზინგასამართი სადგურების ნაწილში რეგულარის ტიპის საწვავის ღირებულება უკვე გასცდა 3 ლარს, სუპერის ტიპის საწვავის ფასი კი 3.20-3.25 ლარის ფარგლებში მერყეობს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში საწვავის მაღალ ფასს საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის ბოლოდროინდელი გაძვირებით ხსნიან. ამასთან, როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ასოციაციაში განუცხადეს, მომწოდებელმა ქვეყნებმა პროდუქციის ფასიც გაზარდეს. სექტორის წარმომადგენლები ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას კვლავაც განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის  7 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  71.69 (- 0.92)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68.35 (- 0.94)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ოპეკი: ნავთობის მრეწველობა უნდა გახდეს კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ნაწილი

ნავთობის ინდუსტრია ფლობს აუცილებელ ტექნოლოგიებს მდგრადი ენერგეტიკული სისტემის შესანარჩუნებლად და უნდა იყოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ნაწილი. აღნიშნული ნათქვამია ოპეკის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც გაკეთდა ენერგეტიკის, კლიმატისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე, მინისტრების დონეზე გამართული მრგვალი მაგიდის შემდეგ. გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ენერგიის ყველა წყაროსა და ყველა არსებული ტექნოლოგიის გამოყენების აუცილებლობას, როგორიცაა ნახშირბადის ჩაჭერა და შენახვა, ასევე წრიული ეკონომიკის ხელშეწყობა, ...

Read More »

“ლუკოილის” პრეზიდენტი: ნავთობის ფასების ბარელზე 100 დოლარამდე გაძვირება ნავთობის ბაზრის ჩამოშლას გამოიწვევს

ნავთობის ფასი ბარელზე 65-75 დოლარი მწტ0ნაკლებად მისაღებია როგორც ნავთობის მწარმოებლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის, განაცხადა ვაგიტ ალექსპეროვმა, მეორე უმსხვილესი რუსული ნავთობკომპანიის “ლუკოილის”  პრეზიდენტმა და თანამფლობელმა. აღნიშნულის შესახებ მან გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა. ალექსპეროვმა აღნიშნა, რომ ნავთობის მაღალი ფასი ბაზრის ჩამოშლის რისკს შეიცავს. ”მე არ მსურს ნავთობის ფასი კვლავ აღემატებოდეს 100 დოლარს ბარელზე, რადგან ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ინვესტიციებს არაეფექტურ და არარენტაბელურ პროექტებში, ...

Read More »