ბელორუსმა მილსადენ “დრუჟბას” მეშვეობით ევროპაში ნავთობის ტრანზიტი შეაჩერა

ოდესა-ბროდის მილსადენზე ნავთობის მიღების გამო, ტრანზიტი 13 სექტემბრამდეა შეჩერებული.

“ბელნეფტეხიმმა” შეაჩერა “დრუჟბით” ნავთობის მიწოდება სლოვაკეთისა და უნგრეთის მიმართულებით 13 სექტემბრამდე, ოდესა-ბროდის მილსადენზე ნავთობის მიღების გამო. აღნიშნულის შესახებ „ტრანსნეფტის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ დემინმა TASS–ს განუცხადა.

იგორ დემინი

”13 სექტემბრამდე, “ბელნეფტეხიმმა” შეაჩერა “დრუჟბას” მაგისტრალური მილსადენის მომარაგება ბუდკოვიცასა და ფენეშლიტკას მიმართულებით და დაიწყო  საპირისპიროდ, ოდესა-ბროდის მილსადენის საშუალებით ბელორუსის ტერიტორიაზე ნავთობის პარტიის მიღების გამო” – განაცხადა მან.

“დრუჟბას” ნავთობსადენი უზრუნველყოფს ბელორუსულ ქარხნებში ნავთობის მიწოდებას და ასევე ტრანზიტს ევროპაში. მილსადენი სათავეს იღებს სამარას რეგიონში, გადის ბრაიანსკში და შემდეგ იყოფა ორ ნაწილად: ჩრდილოეთ და სამხრეთ, გაივლის ბელორუსში, უკრაინაში, პოლონეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, გერმანიაში, უნგრეთში, ლატვიასა და ლიტვაში.

ნინო სამადაშვილი

 

Leave a Reply