ნავთობპროდუქტები

საუდის არაბეთმა უარყო აშშ-ის თხოვნა ნავთობის მოპოვების გაზრდასთან დაკავშირებით

საუდის არაბეთმა არ დააკმაყოფილა აშშ-ის პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის თხოვნა ნავთობის მოპოვების გაზრდასთან დაკავშირებით, The Wall Street Journal-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით”. ამერიკის ლიდერმა ამ თხოვნით მიმართა  იმ მიზნით, რომ მომხდარიყო ენერგომატარებლებზე ფასის შემცირება. როგორც ფოკონმა აღნიშნა, პანდემიის შემდეგ ამერიკელი მომხმარებლებისთვის ნავთობის ფასი ორჯერ გაიზარდა. ამიტომ, მისი თქმით, ბაიდენმა არაერთხელ მიმართა საუდის არაბეთის ხელისუფლებას.

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2022 წლის 22 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  96,84  (+  3,30)   დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92,35  (+  1,28)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბოლო 7 წლის მაქსიმუმს მიაღწია

პუტინის მიერ 8 წლის წინ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, რუბლის კურსი დავარდა, თუმცა ნედლი ნავთობი გაძვირდა. Brent-ის მარკის ნავთობის აპრილის ფიუჩერსულმა ღირებულებამ $98-ს, ამერიკული მსუბუქი ნავთობის მარტის ფიუჩერსულმა ფასმა კი $96-ს გადააჭარბა. მოლოდინები ნეგატიურია და იმისა ალბათობა, რომ $100-იანი ზღვარი გადაილახება, საკმაოდ მაღალი. ბენზინის საცალო ფასს პლატსი განსაზღვრავს, პლატსის ფასი კი თავის მხრივ ნედლი ნავთობის ...

Read More »
მოპოვების არაადეკვატური მაჩვენებლები ნავთობს ისევ აიაფებს

ენერგეტიკის მინისტრი ნავთობის ოპტიმალურ ფასად რუსეთისთვის 55-70 დოლარს მიიჩნევს ბარელზე

რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრო მიიჩნევს, რომ ნავთობის ფასი 55-70 დოლარის ფარგლებში ბარელზე ოპტიმალურია სანავთობო ბაზრისთვის. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის ნიკოლაი შულგინოვის Energy Intelligence-თან ინტერვიუზე დაყრდნობით, რომელიც მან გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის სამიტის ფარგლებში გამართა, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „ვფიქრობ, რომ ბაზრისათვის ოპტიმალური დონე არის 55-70 დოლარი/ბარელზე“, – განაცხადა მან. შულგინოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჟამად რუსეთი ზრდის მოპოვებას და მას აქვს მომავალში შემდგომი ზრდის ...

Read More »

Saudi Aramco მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩინეთში ახალ ინვესტიციებთან დაკავშირებით

ნავთობის გიგანტი Saudi Aramco აწარმოებს მოლაპარაკებებს ჩინელ პარტნიორებთან ქვეყანაში შემდგომი ინვესტიციების შესახებ, განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ამინ ნასერმა. Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ”ჩინეთი არის Aramco-ს ბაზის მნიშვნელოვანი ნაწილი,” – განუცხადა ნასერმა ჟურნალისტებს საუდის არაბეთში კონფერენციის ფარგლებში. ”და ამჟამად ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ჩინეთში ჩვენს პარტნიორებთან ერთად დამატებითი ინვესტიციების შესახებ,” – განაცხადა მან.

Read More »

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბოლო 7 წლის მაქსიმუმს მიაღწია

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადების შემდეგ, Brent-ის ტიპის (Brent Clude – ნავთობის საეტალონო მარკა) ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე $97.44-ს გადააჭარბა, რაც ბოლო 7 წლის ყველაზე მაღალი ნიშნულია, – ამის შესახებ BBC წერს. რუსეთი, საუდის არაბეთის შემდეგ, ნავთობის მეორე უმსხვილესი ექსპორტიორია. ამასთან, ბუნებრივი აირის მიმწოდებელთა რეიტინგის სათავეშია. „უკრაინა-რუსეთის კრიზისს შეიძლება არსებითი შედეგები მოჰყვეს. სანქციები, რომლებიც რუსეთს აიძულებს, ნაკლები ნედლი ნავთობი და ბუნებრივი გაზი მიაწოდოს ...

Read More »
საუდის არაბეთმა რუსული ნავთობის წინააღმდეგ ბრძოლა ახალი ბრძოლა დაიწყო

საუდის არაბეთის მინისტრი: ინვესტიციების ნაკლებობამ ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა გამოიწვია

ნავთობისა და გაზის სფეროში ინვესტიციების ნაკლებობამ გამოიწვია ბოლო პერიოდში ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა.  საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის, პრინც აბდელ აზიზ ბინ სალმან ალ საუდის სიტყვების საფუძველზე, რომელიც მან ერ-რიადში ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების მე-14 საერთაშორისო კონფერენციასა და გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „ნავთობისა და გაზის სფეროში ინვესტიციების ნაკლებობა საფრთხეს უქმნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ამან ასევე გამოიწვია ბაზარზე ვითარების ...

Read More »
ნავთობის გაიაფებამ უმსხვილეს ნავთობმწარმოებლებს მოგება შეუმცირა

Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი გაიზარდა, ხოლო Light Sweet-ის – შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის’ ცნობით, 2022 წლის 18 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  ურთიერთსაპირისპირო მიმარულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 93,54  (+  0,57)   დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) Light Sweet-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  91.07  (- 0,69)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

რა მექანიზმები არსებობს საწვავის ფასის შესამცირებლად

საწვავის ფასის დასარეგულირებლად, შესაძლოა, სახელმწიფომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მთავრობა პროცესს აკვირდება და „სიტუაციიდან გამომდინარე“, გადაწყვეტილებებს „მყისიერად“ მიიღებს. როგორც „სენტას“ დირექტორი ზაალ იაკობიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, მინისტრის განცხადება მეტ კონკრეტიკას მოითხოვს. თუმცა, ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს ჩართულობა მხოლოდ ორი მიმართულებით შეიძლება განვიხილოთ. კერძოდ, ზაალ იაკობიძის თქმით, იმისთვის, რომ საწვავის ფასი აღარ გაიზარდოს (შესაძლოა, ...

Read More »

ბორის ჯონსონი: პუტინის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულებაზე უარი უნდა ვთქვათ

დასავლეთმა სწორი დასკვნები უნდა გააკეთოს 2014 წლის რუსული აგრესიიდან. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა 19 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა. “რაც არ უნდა მოხდეს მომდევნო დღეებსა და კვირებში, ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ევროპულ ქვეყნებს რუსეთის ეშინოდეთ. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ რუსეთის აგრესიამ ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურა შეცვალოს. ჩვენ არ დავუშვებთ მეორე იალტას, ევროპის მეორე დაყოფას გავლენის სფეროებად. ...

Read More »