ნავთობისა და გაზის სფეროში ინვესტიციების ნაკლებობამ გამოიწვია ბოლო პერიოდში ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა. საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის, პრინც აბდელ აზიზ ბინ სალმან ალ საუდის სიტყვების საფუძველზე, რომელიც მან ერ-რიადში ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების მე-14 საერთაშორისო კონფერენციასა და გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
„ნავთობისა და გაზის სფეროში ინვესტიციების ნაკლებობა საფრთხეს უქმნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ამან ასევე გამოიწვია ბაზარზე ვითარების გაუარესება და ნავთობის ფასის ზრდა. ჩემი აზრით, ნავთობსა და გაზში ინვესტიციის შემცირების კამპანია ახლო პერსპექტივისაა“, – განაცხადა მან.
ამავდროულად მინისტრმა განმარტა, რომ სამეფოს ხელისუფლება “აგრძელებს ინვესტიციების განხორციელებას საწარმოო სიმძლავრეებში” ნავთობისა და გაზის სფეროში, ასევე განახლებადი ენერგეტიკის სფეროში.