ნავთობპროდუქტები

ჩინეთმა რუსული ნავთობის იმპორტი რეკორდულ 1,1 მილიონ ბარელამდე გაზარდა

მაისის თვეში რუსული ESPO მარკის ნავთობის მიწოდება ჩინეთში გაიზარდა რეკორდულ მაჩვენებლამდე – 1,1 მილიონ ბარელამდე/დღეში. Bloomberg-ზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. კომპანია Vortexa-ის ანალიტიკოსების განცხადდებით, მაისის თვეში კოზმინოს პორტში დატვირთულ 21 ტანკერიდან  20 ჩინეთისკენ გაემართა. სულ მაისის თვეში  უნდა გაიგზავნოს 33 ტანკერი ნავთობით დატვირთული. ამასთან, ჩინეთის საზღვაო იმპორტი გაიზარდა რეკორდულ 1,1 მილიონ ბარელამმდე/დღეში, 2022 წლის პირველ კვარტალის 750 ათასი  ბარელის მაჩვენებელთან ...

Read More »

დიზელის კრიზისმა შესაძლოა თეთრ სახლს საგანგებო რეზერვის გამოყენება აიძულოს

თეთრი სახლი საგანგებო მარაგებიდან დიზელის წარმოების გეგმას განიხილავს, რომლის მიზანიც მიწოდებაში შეფერხებების აღმოფხვრა და ამ ტიპის საწვავის ფასების მკვეთრი ზრდის შეჩერებაა. ამის შესახებ ორშაბათს თეთრი სახლის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. დიზელი აუცილებელია აშშ-ის ეკონომიკისთვის და მისი ფასების ზრდა ხელს შეუწყობს ინფლაციის ამაღლებას, რომელმაც 40 წლის მაქსიმუმს უკვე მიაღწია. თეთრი სახლი განიხილავს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ნავთობის რეზერვის გამოყენებას, რომელიც 2000 ...

Read More »
ირანური გაზის ექსპორტთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება

ირანმა ნავთობის მოპოვება 2018 წლის დონემდე აღადგინა

ირანი დაუბრუნდა ნავთობის მოპოვების 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, სანამ აშშ გამოვიდოდა ბირთვული შეთანხმებიდან და სანქციებს დაუწესებდა. ამის შესახებ ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის (NIOC) გენერალურმა დირექტორმა მოხსენ ხოჯასტე-მერმა განაცხადა. ამის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება. ხოჯასტე-მერის თქმით, პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ადმინისტრაციამ აღადგინა ბოლო წლებში დაკარგული მოპოვებული ნავთობი დღეში ერთი მილიონი ბარელი. მან განმარტა, რომ ირანი მოიპოვებდა 3,838 მილიონ ბარელს დღე/ღამეში, სანამ შეერთებული ...

Read More »

საუდის არაბეთი იმედოვნებს “OPEC +”-ის ახალი შეთანხმების დადებას რუსეთის მონაწილეობით

საუდის არაბეთი იმედოვნებს, რომ შემუშავდება “OPEC+”-თან შეთანხმება, რომელშიც შევა რუსეთი, საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის პრინც აბდულაზიზ ბენ სალმანის სიტყვებზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. საუდის არაბეთმა მიანიშნა, რომ მხარს დაუჭერს რუსეთს, როგორც “OPEC+”-ის ნავთობის მწარმოებელთა ჯგუფის წევრს, მოსკოვის მიმართ დასავლეთის სანქციების გამკაცრებისა და რუსული ნავთობის იმპორტზე ევროკავშირის პოტენციური აკრძალვის მიუხედავად. ერ-რიადი იმედოვნებს, რომ „შეიმუშავებს შეთანხმებას “OPEC+”-თან, რომელშიც შედის რუსეთი“, აღნიშნა ...

Read More »

ევროკავშირი უახლოეს დღეებში რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდება

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა გერმანიის ტელევიზიაში გამოსვლისას თქვა, რომ ევროკავშირი უახლოეს დღეებში შეთანხმდება რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვაზე. ჰაბეკის თქმით, თავისთავად ემბარგო მოსკოვს ვერ დააკარგვინებს შემოსავლებს, ვინაიდან ექსპორტის მოცულობის დაკარგვის კომპენსირება ნავთობის მაღალი ფასებით მოხდება. ამასთან დაკავშირებით ევროპის კომისია და აშშ ერთობლივად მუშაობენ გეგმაზე, რომელიც ნავთობზე ფასების ლიმიტის შემოღებას ითვალისწინებს. გეგმის მიზანია, საკმარისი რაოდენობის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ნავთობში არ გადაიხადონ ...

Read More »

ევროკომისიის ხელმძღვანელი რუსული ნავთობის დაუყოვნებელი აკრძალვის წინააღმდეგია

ევროკომისიის ხელმძღვანელი რუსული ნავთობის დაუყოვნებელი აკრძალვის წინააღმდეგია. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება. ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას შეეძლება ნავთობი, რომელსაც იგი ევროკავშირს არ მიჰყიდის, მსოფლიო ბაზარზე გაიტანოს გასაყიდათ და ამისთვის დიდი თანხა მიიღოს. მან პირობა დადო, რომ ევროპა „დროთა განმავლობაში“ შეძლებს რუსეთის ენერგომატარებლების სრულ და შეუქცევად უარყოფას.

Read More »

რეკორდული რაოდენობის რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერები სხვადასხვა ტერიტორიულ წყლებშია გაჩერებული

რეკორდული რაოდენობის, დაახლოებით 62 მილიონი ბარელი რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერები მსოფლიოს სხვადასხვა ტერიტორილ წყლებშია გაჩერებული. სხვადასხვა დროშის ქვეშ მცურავ გემები რუსული ნედლი ნავთობის მყიდველებს ეძებენ. ეს მოცულობა ომამდელ პერიოდს სამჯერ აღემატება. ამის შესახებ Reuters-ი ანალიტიკურ ორგანიზაცია Vortexa-ს მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება. შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს, ხოლო სხვებმა ტვირთების შეძენას მომავალი სანქციების შიშით აირიდეს თავი. ევროკომისია რუსული ნავთობის ემბარგოს დაწესებას განიხილავს.

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

რატომ ღირს საწვავი უფრო ძვირი ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე

კონკურენციის სააგენტოს ანგარიშში ნათქვამია, რომ არაბრენდულ სადგურებს გააჩნიათ საფასო უპირატესობა ბრენდირებულ სადგურებთან მიმართებით. რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანისუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ აღნიშნულის მიზეზებზე არაბრენდული ქსელის ,,ბიოლის“ დამფუძნებელმა ისაუბრა. რუსუდან რამაზაშვილი ამბობს, რომ მიზეზს დიდი ქსელების საოპერაციო ხარჯები წარმოადგენს, რაც მათ არ აქვთ. „კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში, ძირითადად საუბარი იყო ბრენდულ ბენზინ გასამართებზე. მე ამ შემთხვევაში წარმოვადგენ მცირე, არაბრენდულ ქსელს, რომლებთან დაკავშირებითაც არ ყოფილა ...

Read More »

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ გერმანია მზად არის, უნგრეთის მონაწილეობის გარეშე მხარი დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს

გერმანია მზად არის, უნგრეთის მონაწილეობის გარეშე მხარი დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს, – აღნიშნულის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა. ჰაბეკის განცხადებით, ის იმედგაცრუებულია, რომ ევროკავშირმა ვერ მიაღწია შეთანხმებას დაგეგმილ ნავთობის ემბარგოსთან დაკავშირებით და დაამატა, რომ გერმანია მზადყოფნას გამოთქვამს, უარი თქვას უნგრეთის მონაწილეობაზე, რათა პროცესი დაჩქარდეს. „ევროკომისიის პრეზიდენტი თუ ამბობს, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ 26 ქვეყანასთან ერთად, უნგრეთის გარეშე, მაშინ ...

Read More »

ელექტროენერგიასთან ერთად, ლიეტუვამ რუსეთის გაზსა და ნავთობზეც უარი თქვა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის გამო, ლიეტუვა 22 მაისიდან რუსულ გაზს, ნავთობსა და ელექტროენერგიას აღარ მიიღებს. ინფორმაციას გამოცემა Delfi ავრცელებს. “ეს არის ჩვენი სოლიდარობის გამოხატულება უკრაინის მიმართ, რომელიც ომშია. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ ჩვენი ფულით რუსული სამხედრო მანქანის დაფინანსება”, – განაცხადა ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრმა, დაინიუს კრეივისმა. მისივე თქმით, სინქრონიზაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, ლიეტუვა სრულ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას მიაღწევს, ელექტროენერგიის მოთხოვნილებას საკუთარი ...

Read More »