მაისის თვეში რუსული ESPO მარკის ნავთობის მიწოდება ჩინეთში გაიზარდა რეკორდულ მაჩვენებლამდე – 1,1 მილიონ ბარელამდე/დღეში. Bloomberg-ზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
კომპანია Vortexa-ის ანალიტიკოსების განცხადდებით, მაისის თვეში კოზმინოს პორტში დატვირთულ 21 ტანკერიდან 20 ჩინეთისკენ გაემართა. სულ მაისის თვეში უნდა გაიგზავნოს 33 ტანკერი ნავთობით დატვირთული. ამასთან, ჩინეთის საზღვაო იმპორტი გაიზარდა რეკორდულ 1,1 მილიონ ბარელამმდე/დღეში, 2022 წლის პირველ კვარტალის 750 ათასი ბარელის მაჩვენებელთან შედარებით.
სააგენტომ აქვე დასძინა, რომ ჩინეთი მზად არის იყიდოს ნავთობი რუსეთისგან, მაშინ როდესაც სხვა მყიდველების უმეტესობა გაურბის მის ექსპორტს უკრაინაში საომარი ოპერაციის გამო; ამავდროულად, ESPO მარკის ნავთობი ახლა ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია, მათ შორის ასევე მიწოდების მცირე მანძილის გამო.