საუდის არაბეთი იმედოვნებს “OPEC +”-ის ახალი შეთანხმების დადებას რუსეთის მონაწილეობით

საუდის არაბეთი იმედოვნებს, რომ შემუშავდება “OPEC+”-თან შეთანხმება, რომელშიც შევა რუსეთი, საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის პრინც აბდულაზიზ ბენ სალმანის სიტყვებზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

საუდის არაბეთმა მიანიშნა, რომ მხარს დაუჭერს რუსეთს, როგორც “OPEC+”-ის ნავთობის მწარმოებელთა ჯგუფის წევრს, მოსკოვის მიმართ დასავლეთის სანქციების გამკაცრებისა და რუსული ნავთობის იმპორტზე ევროკავშირის პოტენციური აკრძალვის მიუხედავად.

ერ-რიადი იმედოვნებს, რომ „შეიმუშავებს შეთანხმებას “OPEC+”-თან, რომელშიც შედის რუსეთი“, აღნიშნა პრინცმა და დაჟინებით მოითხოვს, რომ „მსოფლიომ უნდა დააფასოს მწარმოებელთა კავშირის ღირებულება“.

მიმდინარე გეგმის მიხედვით, სექტემბრის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს “OPEC+”-ის მოპოვების ყველა შეზღუდვა, რომლებიც მიღებულია 2020 წლის აპრილის თვეში, ხოლო თავად შეთანხმებას ვადა 2022 წლის ბოლოს ეწურება.

ერ-რიადი წინააღმდეგობას უწევს დასავლეთის ზეწოლას ნავთობის მოპოვების გაზრდასთან დაკავშირებით, რათა ხელი შეუწყოს ფასების შემცირებას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ, და ამტკიცებს, რომ მარაგების დეფიციტი არ არის.

პრინცმა აბდულაზიზმა განაცხადა, რომ ნაადრევია იმის თქმა, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ახალი გარიგება ბაზრის გაურკვევლობის გათვალისწინებით, მაგრამ დასძინა, რომ “OPEC+” გაზრდის წარმოებას „თუ მოთხოვნა იქნება“.

Leave a Reply