თეთრი სახლი საგანგებო მარაგებიდან დიზელის წარმოების გეგმას განიხილავს, რომლის მიზანიც მიწოდებაში შეფერხებების აღმოფხვრა და ამ ტიპის საწვავის ფასების მკვეთრი ზრდის შეჩერებაა. ამის შესახებ ორშაბათს თეთრი სახლის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
დიზელი აუცილებელია აშშ-ის ეკონომიკისთვის და მისი ფასების ზრდა ხელს შეუწყობს ინფლაციის ამაღლებას, რომელმაც 40 წლის მაქსიმუმს უკვე მიაღწია.
თეთრი სახლი განიხილავს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ნავთობის რეზერვის გამოყენებას, რომელიც 2000 წელს მიწოდების პრობლემების მოსაგვარებლად შეიქმნა და მხოლოდ ერთხელ – 2012 წელს ქარიშხალ სენდის შემდეგ გამოიყენეს. მისი საშუალებით მხოლოდ 1 მლნ ბარელი დიზელის მიღებაა შესაძლებელი.
„ჩვენ გამოვიყენებთ ამ სარეზერვო მოცულობას, რათა გავუმკლავდეთ არსებულ პრობლემას“, – თქვა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ავტომობილის დამცველთა ეროვნული ჯგუფის (AAA) ინფორმაციით, დიზელის საშუალო ფასი კვირას იყო 5,56 დოლარი გალონზე, რაც ნაკლებია გასულ კვირას დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელზე 5,58 აშშ დოლარზე. ეს არის 75%-იანი ზრდა ერთი წლის წინანდელთან შედარებით.
წყარო: “კომერსანტი”