ნავთობპროდუქტები

რატომ არ იცვლება საქართველოში საწვავის ფასი?!

რატომ არ იცვლება საქართველოში საწვავის ფასი?!

ბოლო ერთი წლის განმავლობაში “შავი ოქროს” ფასი მთელ მსოფლიოში თანდათან დაეცა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ნავთობი კიდევ უფრო გაიაფდება. ანალოგიური პროგნოზი აქვთ მსოფლიო ბანკს, საერთაშორისო ანალიტიკურ ცენტრებსა და უმსხვილეს ნავთობკომპანიებს, რომლებიც ერთხმად ადასტურებენ, რომ მსოფლიოში ნავთობის დაბალი ფასი კვლავაც შენარჩუნდება. მათი თქმით, ირანისთვის სანქციების მოხსნით, მსოფლიოში ნავთობის წარმოება, დღეში მილიონი ბარელით გაიზრდება, ხოლო მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2016 წლიდან, ირანის ნავთობის ბაზარზე ...

Read More »
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო მთავრობებს ახალ პროგნოზებს სთავაზობს

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო მთავრობებს ახალ პროგნოზებს სთავაზობს

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო აფრთხილებს მთავრობებს, რომ საკუთარი ენერგეტიკული პოლიტიკის ფორმირების დროს,  გათვლა ნავთობის დაბალ ფასზე არ გააკეთონ. რადგან 2016 წელს მიწოდება შესაძლოა შემცირდეს, ნავთობის სექტორში ინვესტიციების ვარდნისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოების შემცირების გამო. ამის შესახებ სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა დღეს განაცხადა. მისი აზრით, თუ ნავთობზე დღეს არსებული დაბალი ფასი შენარჩუნდა, სექტორში ინვესტიციების მოცულობა მომავალ წელს ერთი მეხუთედზე მეტით შემცირდება და ...

Read More »
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობაზე საუბრები მიმდინარეობს

ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობაზე საუბრები მიმდინარეობს

ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადებით, ირანის დახმარებით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობის საკითხზე, გარკვეული საუბრები ეკონომიკის სამინისტროსთან მიმდინარეობდა, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილებები არ არსებობს. კალაძის განცხადებით, ქარხნების მშენებლობასთან დაკავშირებით, იყო საუბრები, შეხვედრები ეკონომიკის სამინისტროში, თუმცა, კალაძის თქმით, ჯერჯერობით რაიმე სიახლე ამასთან დაკავშირებით, არ არის. „რაც შეეხება ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობის საკითხს, ირანის დახმარებით, ამ ეტაპზე კონკრეტიკა არ არის. იყო ზოგადი საუბრები ეკონომიკის ...

Read More »
საქართველოში ადგილობრივი დიზელის წარმოება დაიწყო

საქართველოში ადგილობრივი დიზელის წარმოება დაიწყო

საქართველოში ადგილობრივი დიზელის წარმოება და რეალიზაცია დაიწყო. მინისაწარმოები დიზელს ადგილობრივი ნავთობისგან აწარმოებენ და არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებში ყიდიან. ასეთი პატარა ქარხნები ჯერჯერობით მხოლოდ დიზელზე არიან ორიენტირებულნი და ბენზინის მიღებას ვერ ახერხებენ. როგორც გაზეთი “რეზონანსი” წერს, ადგილობრივი დიზელი თბილისთან ახლოს ვაზიანსა და ველში იწარმოება. ვაზიანში ცოტა ხნის წინ პატარა, ახალი მინისაწარმო აშენდა, ველში კი ძველის რეკონსტრუქცია განხორციელდა. “რეზონანსი” შეეცადა საწარმოების მფლობელებს დაკავშირებოდა, ...

Read More »
საუდის არაბეთმა რუსული ნავთობის წინააღმდეგ ბრძოლა ახალი ბრძოლა დაიწყო

საუდის არაბეთმა რუსული ნავთობის წინააღმდეგ ახალი ბრძოლა დაიწყო

საუდის არაბეთმა ევროპული ნავთობ ბაზრის ასათვისებლად, რუსი მომწოდებლების წინააღმდეგ ახალი ბრძოლა დაიწყო . Saudi Aramco-მ სექტემბერში პოლონეთში ნავთობის მომარაგება დაიწყო და მომხმარებელს ახალი, დაბალი ტარიფი შესთავაზა, ვიდრე რუსულმა Urals-მა. საუდის არაბეთი ნავთობის ფასის აქტიურ დემპინგირებას ახდენს და პირველად შევიდა პოლონურ ბაზარში. პირველი ტვირთი პოლონეთის ქალაქ გდანსკში 21 სექტემბერს მიიღეს და მინიმუმ სამი პარტია მიაწოდა. რუსული Urals-ის პოზიციებს ევროპის ბაზარზე ახლო აღმოსავლეთი ...

Read More »
მეცნიერებმა საწვავის ფეთქებადობის თავიდან აცილების გზას მიაგნეს

მეცნიერებმა საწვავის ფეთქებადობის თავიდან აცილების გზას მიაგნეს

მეცნიერების ჯგუფის მტკიცებით, მათ მიაგნეს ახალ მეთოდს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება საწვავის ფეთქებადსაშიშობის პრობლემის მოგვარება პოლიმერის საშუალებით დაფიქრებულხართ, რამდენად კარგი იქნება არსებობდეს საწვავის ისეთი სახეობა, რომელიც არ ფეთქდება და არ იწვევს ფატალურ შედეგებს? ამ მხრივ თვითმფრინავები, ავტობუსები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები მეტნაკლებად საშიშია, რადგანაც ისინი მოგზაურობის დაწყებამდე ტონობით საწვავით ივსება და ერთ ნაპერწკალსაც კი შეუძლია დიდი აფეთქება გამოიწვიოს. თუმცა, კალიფორნიის ...

Read More »
სირიაში რუსეთის მიერ ავიაიერიშების განხორციელება არის მოსკოვის მცდელობას „დაიკავოს აშშ-ის ადგილი“, რომლის მიზანსაც რუსეთის გაკოტრება წარმოადგენს.

სირიაში რუსეთის სამხედრო კამპანიამ შესაძლოა, ნავთობი გააძვიროს

სირიაში რუსეთის სამხედრო კამპანიამ შესაძლოა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ „ტელეგრაფი“ იტყობინება. როგორც გამოცემა წერს, სირიაში რუსეთის მიერ ავიაიერიშების განხორციელება არის მოსკოვის მცდელობას „დაიკავოს აშშ-ის ადგილი“, რომლის მიზანსაც რუსეთის გაკოტრება წარმოადგენს. ე.წ შავ ოქროზე ფასების დაცემა, რაც საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული ემირატების, ყატარისა და კუვეიტის მიერ იყო პროვოცირებული, რუსეთის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახა. თუ ნავთობის ფასების კლების ტენდენცია მომავალ ...

Read More »
კარტელურ გარიგებებში მონაწილეობის ბრალდება „სოკარ ჯორჯიას“ დირექტორს სასაცილოდ ეჩვენება

კარტელურ გარიგებებში მონაწილეობის ბრალდება „სოკარ ჯორჯიას“ დირექტორს სასაცილოდ ეჩვენება

კარტელურ გარიგებებში მონაწილეობის ბრალდება „სოკარ ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორს, სასაცილოდ ეჩვენება და ფიქრობს, რომ კონკურენციის სააგენტო „ცოტა არაობიექტურია”. აზერბაიჯანულ სააგენტოსთან ინტერვიუში, მაჰირ მამედოვი აცხადებს, რომ სტრუქტურა მიკერძოებულია, რაზეც საქართველოს ხელისუფლებას უკვე ეცნობა. ის აღნიშნავს, რომ კონკურენციის სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანეს და ამ პროცესისთვის, მსოფლიოს უძლიერესი იურიდიული და აუდიტორული კომპანიები მოიწვიეს. „ვიმედოვნებთ, სასამართლო გადაწყვეტილებას ჩვენს სასარგებლოდ მიიღებს” – აცხადებს მამედოვი, რომელიც ...

Read More »
ემზარ ჯგერენაია: საქართველოს აწყობს ნავთობის ომი

ემზარ ჯგერენაია: საქართველოს აწყობს ნავთობის ომი

მსოფლიო სავალუტო ომს, რომელსაც ბოლო აკორდით ინდოეთის რუპიის დევალვირება დაემატა, დღეს სანავთობო ომი დაემატა. ამის შესახებ ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. “რუსეთი, რომელიც ბომბავს სირიას, ზრდის და ზრდის ნავთობის მოპოვებას და დღეს, როგორც WSJ ავრცელებს საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრის განცხადებას-ისინი ზრდიან მოპოვების მოცულობას და აზიისათვის 3 დოლარით ამცირებენ დამატებით ფასს. ეს რუსეთს და მთელ მომპოვებელი ქვეყნების გუნდს უმძიმეს ...

Read More »
გასულ კვირაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3955 ათასი ბარელით შემცირდა

აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3955 ათასი ბარელით შემცირდა

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3955 ათასი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 457,924 მლნ ბარელი. ბენზინის მარაგები შემცირდა 3254 ათასი  ბარელით  და შეადგინა  222,01  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 267 ათასი ბარელით  და შეადგინა 151,608 მლნ ბარელი. ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში არ შეცვლილა და შეადგენს 696.0 მლნ ბარელს.

Read More »