აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3955 ათასი ბარელით შემცირდა და შეადგინა 457,924 მლნ ბარელი.
ბენზინის მარაგები შემცირდა 3254 ათასი ბარელით და შეადგინა 222,01 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები შემცირდა 267 ათასი ბარელით და შეადგინა 151,608 მლნ ბარელი.
ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში არ შეცვლილა და შეადგენს 696.0 მლნ ბარელს.