საუდის არაბეთმა რუსული ნავთობის წინააღმდეგ ბრძოლა ახალი ბრძოლა დაიწყო

საუდის არაბეთმა რუსული ნავთობის წინააღმდეგ ახალი ბრძოლა დაიწყო

საუდის არაბეთმა ევროპული ნავთობ ბაზრის ასათვისებლად, რუსი მომწოდებლების წინააღმდეგ ახალი ბრძოლა დაიწყო .

Saudi Aramco-მ სექტემბერში პოლონეთში ნავთობის მომარაგება დაიწყო და მომხმარებელს ახალი, დაბალი ტარიფი შესთავაზა, ვიდრე რუსულმა Urals-მა.

საუდის არაბეთი ნავთობის ფასის აქტიურ დემპინგირებას ახდენს და პირველად შევიდა პოლონურ ბაზარში. პირველი ტვირთი პოლონეთის ქალაქ გდანსკში 21 სექტემბერს მიიღეს და მინიმუმ სამი პარტია მიაწოდა.

რუსული Urals-ის პოზიციებს ევროპის ბაზარზე ახლო აღმოსავლეთი აქტიურად უტევს – ამბობენ ტრეიდერები და ანალიტიკოსები. უკანასკნელ ხანებში ევროკავშირის მეორე ქვეყანამ – უნგრეთმა ირანის ქურდისტანის ნავთობით ჩაანაცვლა Urals-ი. უფრო ადერე კი საუდის არაბეთის კომპანიებმა აზიელი მყიდველებისთვის და აშშ-სთვის ფასები გააიაფა. მედიუმის ოფიციალური ფასი მინიმუმ 3 წლის განმავლობაში 1,9 დოლარით გაიაფდა, არაბ ლაითისთვის კი – 1,7 დოლარით.

წყარო: tmier.ge

Leave a Reply