კარტელურ გარიგებებში მონაწილეობის ბრალდება „სოკარ ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორს, სასაცილოდ ეჩვენება და ფიქრობს, რომ კონკურენციის სააგენტო „ცოტა არაობიექტურია”.
აზერბაიჯანულ სააგენტოსთან ინტერვიუში, მაჰირ მამედოვი აცხადებს, რომ სტრუქტურა მიკერძოებულია, რაზეც საქართველოს ხელისუფლებას უკვე ეცნობა.
ის აღნიშნავს, რომ კონკურენციის სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანეს და ამ პროცესისთვის, მსოფლიოს უძლიერესი იურიდიული და აუდიტორული კომპანიები მოიწვიეს. „ვიმედოვნებთ, სასამართლო გადაწყვეტილებას ჩვენს სასარგებლოდ მიიღებს” – აცხადებს მამედოვი, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ბრალდებები შეკვეთილია.
„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი”, სხვა ნავთობკომპანიებთან ერთად, კონკურენციის სააგენტომ, ბაზარზე კონკურენციის პირობების დარღვევის გამო, 14 მილიონით დააჯარიმა. კომპანიები ჯარიმას სასამართლოში ასაჩივრებენ.