მეცნიერებმა საწვავის ფეთქებადობის თავიდან აცილების გზას მიაგნეს

მეცნიერებმა საწვავის ფეთქებადობის თავიდან აცილების გზას მიაგნეს

მეცნიერების ჯგუფის მტკიცებით, მათ მიაგნეს ახალ მეთოდს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება საწვავის ფეთქებადსაშიშობის პრობლემის მოგვარება პოლიმერის საშუალებით

დაფიქრებულხართ, რამდენად კარგი იქნება არსებობდეს საწვავის ისეთი სახეობა, რომელიც არ ფეთქდება და არ იწვევს ფატალურ შედეგებს? ამ მხრივ თვითმფრინავები, ავტობუსები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები მეტნაკლებად საშიშია, რადგანაც ისინი მოგზაურობის დაწყებამდე ტონობით საწვავით ივსება და ერთ ნაპერწკალსაც კი შეუძლია დიდი აფეთქება გამოიწვიოს.

თუმცა, კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ იპოვეს აფეთქების თავიდან აცილების გზა. ქიმიური ინჟინერიის პროფესორის ჯული კორნფილდის თაოსნობით შემდგარი გუნდისთვის შთაგონების წყაროდ 2001 წლის 11 სექტემბერი იქცა, როდესაც ტერორისტებმა საწვავით სავსე თვითმფრინავები ფაქტობრივად ბომბებად აქციეს და გაანადგურეს მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობა და პენტაგონის ნაწილი

ტერაქტიდან 14 წლის განმავლობაში კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარები მუშაობდნენ სპეციალური დანამატის შექმნაზე, რომელიც აფეთქებისას ხელს უშლის 19 აირადი ნივთიერების გამოყოფას და საწვავის აალებას, რაც საბოლოო ჯამში, ავარიისას, თუ ტერორისტული აქტის განხორციელების შემდეგ, აფეთქების თავიდან აცილებას, ან შედეგების შესუსტებას მოახდენს. აფეთქებისას დანამატი საწვავს უსაფრთხო წვიმის ზომის წვეთებად აქცევს.

პროფესორ კორნფილდის თქმით, მათი ოცნება იყო ამ ახალი აღმოჩენით შეემცირებინათ აფეთქების რისკები, რაც, მისი აზრით, ტერორისტების დემოტივაციასაც გამოიწვევს.

ახალი დანამატის ფორმულა პოლიმერის ტიპისაა – ეს არის მოლეკულა, რომელიც შედგება მრავალი განმეორებითი ქვედანაყოფისგან, რომლებიც ერთმანეთს ებმება და საბოლოოდ ველოსიპედის ჯაჭვის ფორმას იღებს. ინდივიდუალური პოლიმერები ერთიანდებიან ერთ დიდ პოლიმერში, რომელსაც პოლიმერის ძველ ვერსიებთან შედარებით, მეტი ეფექტიანობა გააჩნიათ, რადგანაც ამ დრომდე არსებული პოლიმერები კარგავდნენ თვისებას სხვადასხვა წნეხში, თუ მილში გავლისას და ასევე შეიძლებოდა გამოეწვიათ საწვავის არაეფექტური წვა.

რაც ყველაზე მთავარია, ახალი პოლიმერები თვისებას ინარჩუნებენ ბენზინის ტუმბოების, ფილტრების, ნავთობსადენების გავლის შემდეგაც და ადამიანებს აღარ მოუწევთ დაამატონ პოლიმერი ავზის ყოველი გავსებისას.

როდესაც მილში წნევის დონე იწევს, მეგა პოლიმერები ათავისუფლებენ ინდივიდუალურ პოლიმერებს და შემდეგ ისევ ხდება მათი ერთმანეთთან დაკავშირება. ეს კი პოლიმერს აძლევს საშუალებას აღიდგინოს აფეთქების საწინააღმდეგო თვისება. რაც უფრო დიდია წვეთის ზომა, მით უფრო ნაკლებია იმის შანსი, რომ საწვავი აფეთქდეს და ფატალური შედეგი დადგეს.

პოლიმერული ნაერთის ტესტირება უკვე მოხდა საავიაციო საწვავსა და დიზელზე და მას სხვა ეფექტიც აქვს – გამონაბოლქვს 12 %-ით ამცირებს, რაც თავის მხრიც გამოიწვევს რესპირატორული და გულისა და ფილტვის კიბოს დაავადებების რისკის შემცირებას.

ამ ეტაპზე დანამატის გამოყენება ბენზინზე არ ხდება, რადგან ბენზინი დიზელსა და ავიასაწვავთან შედარებით უფრო აალებადი და მსუბუქია, თუმცა მკვლევართა ჯგუფი ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედოვნებენ, რომ ტექნოლოგია კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება.

შედარებით სკეპტიკურად არის განწყობილი ამ სიახლის მიმართ ფრენკი ვუდ- ბლექი, რომელიც ნავთობქიმიურ ინდუსტრიაში ქიმიკოსად უკვე 25 წელია მუშაობს. მისი აზრით, ახალი დანამატი დამაინტრიგებლად ჟღერს, თუმცა მისი სარგებლიანობის დასამტკიცებლად მხოლოდ ლაბორატორიული კვლევები საკმარისი არ არის – საჭიროა 20 დიდი ხნის მანძილზე შემოწმდეს უფრო დიდ პოლულაციაზე. ვუდ-ბლექი აცხადებს, რომ დიდი ინტერესით დაელოდება, თუ სადამდე მივლენ კალიფორნიის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერები.

კორნფილდი კი აცხადებს, რომ მისი ჯგუფი პენტაგონთან თანამშრომლობს და ძალიან მალე დანამატს მცირე ზომის ვერტმფრენებში გამოიყენებენ, რაც პირველი გადადგმული ნაბიჯი იქნება პოლიმერის ფართოდ გავრცელებისთვის.

წყარო: ენერგოდაიჯესტი

 

Leave a Reply